საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან პირველი ტაიმი წააგო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯგუფში პირველ შეხვედრას ავსტრიის ნაკრებთან მართავს. "დინამო არენაზე" მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა, ანგარიშია - 0:2.

სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებშივე რამდენჯერმე დაემუქრნენ გიორგი ლორიას კარს, მე-16 წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს. საჯარიმოს შემდეგ, დავიდ ალაბამ ბურთი ჩვენს საჯარიმოში ჩაკიდა, მარტინ ჰინტერეგერმა კი ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, თავით ახლო მანძილიდან გაიტანა - 0:1.

ვლადიმირ ვაისის გუნდს გათანაბრება ათ წუთში, ანალოგიურ სიტუაციაში შეეძლო. საჯარიმოს მოწოდების შემდეგ ალეკო ამისულაშვილი ახლო მანძილიდან
ძლიერი და ეფექტური დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ კარს მცირე მანძილით ააცილა.

ამის შემდეგ, 30-ე და 34-ე წუთებზე, გატანის მშვენიერი შანსი ჯერ ჯაბა ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი - ჯანო ანანიძემ.

ტაიმის მიწურულს ლორიას კარში მეორე გოლი გავიდა. 42-ე წუთზე, მარკო არნაუტოვიჩის მაღალი ჩაწოდების შემდეგ, უმეთვალყურეოდ მყოფმა მარკ იანკომ თავით აუღელვებლად გაიტანა - 0:2

საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: ლორია, ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კაშია, დაუშვილი, ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი.

თამაშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებიდან გააცილეს ზურაბ ხიზანიშვილი, რომელსაც ქვეყნის უმთავრესი გუნდის მაისური 93 მატჩში მოურგია.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
აკრძალეთ ფეხბურთი სასწრაფოდ
კობა
21:08 05-09-2016
0
კვეკვესკირი,კობახიძე,პრაქტიკა აქვთ ძირითადში რატო არ აყენებენ,ამდენი უთამაშებელი ფეხბურთელს რა უნდათ ძირითადში.ყაზაიშვილი,კვირკველია,დაუშვილი უთამაშებლები არიან და კიდევ რით ვერ გაიგეს რო კაშია საყრდენი არ არის.
bebeto
21:04 05-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული