- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]
- პირველ ტაიმში მშვიდად და პროფესიონალურად ვითამაშეთ, რამაც ორბურთიანი უპირატესობა მოგვიტანა. კარგი იყო მეორე გოლი, რომელიც კომბინაციის შედეგად გავიტანეთ. თუმცა დაცვაში პრობლემები გვექმნებოდა, განსაკუთრებით, "სტანდარტულებზე".
საქართველომ მომენტები პირველ ტაიმშიც შექმნა, შესვენების შემდეგ კი თამაშის რიტმი დაგვერღვა. მართალია, მესამე გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ქართველების მეკარემ კარგად ითამაშა.
შემდეგ საკუთარ კარში
- თქვენი აზრით, ავსტრიის ნაკრების თამაში შედეგს შეესაბამება?
- ჩვენ მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო, რაც თამაშს დაამთავრებდა, თუმცა, კიდევ ვიმეორებ - გაგვიმართლა, რომ საქართველოს ნაკრებმა შანსები ვერ გამოიყენა.
- 2:1-ზე თქვენს ფეხბურთელებს ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატი ხომ არ გაახსენდათ?
- შესაძლოა, გოლის გაშვების ეშინოდათ. სხვაობის შემცირების შემდეგ მეტოქე ყოველთვის ენერგიულად უტევს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ევროპის ჩემპიონატი კი უკვე დავივიწყეთ.
- დღეს თქვენი გუნდის დაცვაში პრობლემები გამოჩნდა. ასეთი ავსტრია ჯგუფის ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ?
- არა მგონია, რომ დაცვაში სუსტები ვართ. რა თქმა უნდა, "სტანდარტულებზე" რამდენჯერმე უხეშად შევცდით, მაგრამ ასეთებიც ხდება.
რაც შეეხება ვართ თუ არა ფავორიტები - ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს და მხოლოდ კონკრეტულ თამაშებზე ვართ კონცენტრირებულები. ჩვენი მიზანია, ყველა თამაშში შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ და მოსაგებად ვიბრძოლოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"