საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დუბლინში დაიწყო [VIDEO]
ირლანდიის ნაკრებმა უკვე დაიწყო საქართველოსთან თამაშისთვის მზადება. მეტოქის ბანაკში ბევრი პრობლემაა.
ირლანდიელთა ნაკრებში ტრავმიანობაა, გუნდმა დაკარგა "ნიუკასლის" დერილ მერფი, რომლის გოლის წყალობით ირლანდიამ სერბეთში ქულა მოიპოვა. ტრავმირებულები არიან მეკარე კირან ვესტვუდი, ენტონი პილკინგტონი, სტივენ ქუინი.
ასევე ლაზარეთში არიან და შესაძლოა, ვერ ითამაშონ ეიდენ მაკგიდიმ, კევინ დოილმა და ჰარი არტერმა. ირლანდიელთა თავკაცმა ტრავმების გამო სიას უკვე დაამატა
"ეს ცოტათი შეგვეშველება. მძიმე მატჩები გველის, საქართველოსთან თამაშის შემდეგ ეგრევე მოლდოვაში უნდა გავფრინდეთ. მაგრამ უნდა შევეშვა უბედობაზე წუწუნს და ვიმუშაოთ იმ კონტინგენტით, რაც გვყავს.
"ევერტონის" ჯეიმს მაკარტი თითქოს, გამოჯანმრთელდა და თამაშიც სურს, მაგრამ ჩვენ მისი ჯანმრთელობით არ გავრისკავთ. თუმცა ხუთშაბათამდე ბევრიც არაფერი რჩება", - ამბობს ირლანდიელთა თავკაცი მარტინ ონილი.
"საქართველოსთან მხოლოდ რთულ მატჩს ველით, წინა ორი დაპირისპირებაც ასეთი იყო. უნდა შევეცადოთ და მოვიგოთ ეს მატჩი. საქართველოს ნაკრებმა ბოლოს ავსტრიას ძალიან შეუტია, ჩვენ კი საკადრო პრობლემები გვაქვს. მოკლედ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და მართლა ძლიერად უნდა ვითამაშოთ, რომ მოვიგოთ", - დაამატა მწვრთნელმა.