მუნდიალი 2018. შესარჩევი. II ტურის წინ: ჩვენი ჯგუფის ფავორიტები ავსტრიაში იკრიბებიან

AutoSharing Option
დღეს, 6 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგფუში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, ირლანდია-საქართველოს შეხვედრის გარდა, კიდევ ორი მატჩი გაიმართება. მათგან ერთი ცენტრალურია - ავსტრიაში ჯგუფის ერთი ფავორიტი მეორეს, უელსს დაუხვდება.

- ირლანდია VS საქართველო - დროა, ეს ისტორია დასრულდეს

ავსტრიელებს ამ შეხვედრაში განსაკუთრებული დანაკლისი არ ექნებათ, უელსს კი არ ეყოლება ერთ-ერთი ლიდერი აარონ რემზი. "არსენალის" ნახევარმცველი დაშავებულია.

სერბეთი კი თავისი ვარსკვლავებითა და არასტაბილურობით ჩავა კიშინიოვში, სადაც, წესით, აუცილებლად უნდა დაამარცხოს ჯგუფის პირობითი აუტსაიდერი მოლდოვა.

სერბებს ყველა წამყვანი მოთამაშე
ჯანმრთელად ჰყავთ, მოლდოვას კი იტალიური "კალიარის" ნახევარმცველი არტურ იონიცა დააკლდება.

მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უელსი 1 1 0 0 4-0 3
2. ავსტრია 1 1 0 0 2-1 3
3. სერბეთი 1 0 1 0 2-2 1
4. ირლანდია 1 0 1 0 2-2 1
5. საქართველო 1 0 0 1 1-2 0
6. მოლდოვა 1 0 0 1 0-4 0

6 ოქტომბერი
ირლანდია-საქართველო 22:45
ავსტრია-უელსი 22:45
მოლდოვა-სერბეთი 22:45

9 ოქტომბერი
უელსი-საქართველო 20:00
მოლდოვა-ირლანდია 22:45
სერბეთი-ავსტრია 22:45.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული