6 ოქტომბერს, დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" გამართულ შეხვედრაში ირლანდიის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO]
"პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა. გვქონდა სამი შესანიშნავი შანსი. მინდა გამოვყო ახალგაზრდა ფეხბურთელების, გვილიასა და კაკაბაძის თამაში.
მჯერა, ეს გუნდი შედეგს აუცილებლად მიაღწევს. ჩვენ დავუშვით ერთი პოზიციური შეცდომა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. თამაშის წინ ამის თაობაზე ვაფრთხილებდი ჩემს ფეხბურთელებს. მათ ისიც ვუთხარი, რომ
მთლიანობაში, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.