გურამ კაშია: არ შევიდა გოლი და...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ირლანდიასთან (0:1) მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ სფფ-სთან კომენტარი გააკეთა.

"მართლა დავიმსახურეთ მინიმუმ ერთი ქულა მაინც, მაგრამ რა ვქნათ ახლა... რაც მთავარია, არის პროგრესი თამაშიდან თამაშამდე და ალბათ, იღბალიც უნდა მოვიდეს.

პირველ ტაიმში ორი-სამი მომენტი ისეთი შევქმენი, რომ უნდა გაგვეტანა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიტანოთ, მარტო უიღბლობას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ არ შევიდა გოლი და...

პირველ ტაიმში რომ გაგვეტანა გოლი, სულ სხვა თამაში იქნებო
და. მეორე ტაიმში ისეთი გოლი გავუშვით, რომ აი, ერთმანეთს მოხვდა ბურთი და კარში შევიდა. კარში არც დაურტყიათ ირლანდიელებს. ძალიან სამწუხაროა და ყველას ძალიან ეწყინა, მაგრამ რაც ფეხბურთი ვანახეთ, ამ თვალსაზრისით მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იგივე თამაშის რიტმით, ბურთი დავიჭირეთ კარგად, შევქმენით მომენტები და ეს იმედს მაძლევს შემდეგი თამაშისთვის", - თქვა კაშიამ.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]
- მუნდიალი 2018. II ტური. D ჯგუფი: ომი და მშვიდობა ვენაში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა სხვებს როგორ შეაქვტ გოლი ) არ გავიდა გოლი რასამობ ეეხლა სხვა თამაშებში ხომ გაგაქვთ
cobra
19:28 09-10-2016
0
იმენა 0 არის ამათი ფასი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული