ბეილმა უელსის გუნდური ფოტოს საიდუმლო საქართველოსთან მატჩის წინ ახსნა

AutoSharing Option
უელსის ნაკრების ფეხბურთელებმა მუნდიალის შესარჩევში ავსტრიასთან მატჩის (2:2) წინ ტრადიციული გუნდური ფოტო უცნაური განლაგებით გადაიღეს, რამაც ჟურნალისტებიც გაახალისა და გულშემატკივრებიც, თუმცა "განლაგების" აქამდე საიდუმლო ვერავინ ამოხსნა.

- უელსი VS საქართველო - ბოლო შანსი?

შეგახსენებთ, რომ ფოტოკამერების წინ პოზირებისას ერთბაშად შვიდი უელსელი მოთამაშე გაზონზე მოკალათდა, ფეხზე კი მხოლოდ ოთხი დარჩა, მათ შორის მეკარე.

- მუნდიალი 2018. II ტური. D ჯგუფი: ომი და მშვიდობა ვენაში [VIDEO]

უელსის ნაკრების მთავარ ვარსკლავ გარეთ ბეილს, საქართველოს ნაკრებთან დღეს გასამართი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე იმ უჩვეულო
ეპიზოდზეც ჰკითხეს. "რეალის" ფეხბურთელმა არ დამალა, რომ ეს ხუმრობა და მოსაწყენი ტრადიციის დარღვევის მცდელობა იყო.

"მოგეხსენებათ, აბსოლუტურად ყველა გუნდური ფოტო ერთმანეთს ჰგავს ხოლმე და ძნელად გასარჩევია. ჩვენც სწორედ ამ ფაქტის "დატროლვა" გადავწყვიტეთ და "პირამიდა" გავაკეთეთ", - აქვეყნებს ბეილის ნათქვამს Sky Sports.

-  გარეთ ბეილი: საქართველოს ნაკრებს აუცილებლად უნდა მოვუგოთ

როგორ განლაგებას აირჩევს ბეილი და კომპანია დღეს სტადიონ "კარდიფ სიტიზე" ფოტოგადაღებისას, უცნობია. შეგახსენებთ, რომ უელსი-საქართველოს მატჩი დღეს თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული