საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დუბაიში დაუპირისპირდება.

ამხანაგური შეხვედრა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 23 იანვარი ფიფას კალენდარში ოფიციალურ თარიღად არ არის შეტანილი. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ თამაშს 24 მარტს, თბილისში, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ამათმა ისე შეაძულეს ხალხს თავი როგორც ამ თამაშზე არცერთი ქართველი არ იქნება სტადიონზე მგონი ისე არ იქნება სერბეთთან აქ თბილისში:)
al
06 დეკემბერი 2016 17:53
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული