მართალია, ფალავანდიშვილი ჯერ ოფიციალურად არაა "ეთნიკოსის" ფეხბურთელი, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს ორშაბათს, 9 იანვარს გააფორმებს.
საქმე იმაშია, რომ კაჭარავას და ფალავანდიშვილს ეროვნულ ნაკრებში კლუბი არ უშვებს, მიზეზი კი ისაა, რომ "ეთნიკოსს", რომელიც 17 ტურის შემდეგ 18 ქულით ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა, მნიშვნელოვანი მატჩები ელის და ორივე ფეხბურთელი სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს