საქართველო VS ისრაელი - ფუტსალის ნაკრები ევროშესარჩევს იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, პირველ მატჩს ისრაელის ნაკრებთან გამართავს.

შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20:00 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი წარმოადგენს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩის წინა დღეს ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრების თითოეული მოთამაშე ჯანმრთელადაა და მოახლოებულ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში ხვდება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

ზვიად კუპატაძე ("ტტგ-იუგრა", რუსეთი), ჯაბა ჯამბურია (მფკ "ტატიშვილი"), დავით ბობოხიძე (მფკ
"თელასი"), შოთა თოფურია (მფკ "თელასი"), კახა მაისაია (მფკ "თელასი"), არჩილ სებისკვერაძე (მფკ "თელასი"), ლევან კობაიძე (მფკ "ტატიშვილი"), შოთა ჭანუყვაძე (მფკ "ტატიშვილი"), ზურაბ ლუკავა (მფკ "ტატიშვილი"), მურთაზ კაკაბაძე (მფკ "ტატიშვილი"), ირაკლი თოდუა ("ბჩ", გომელი, ბელორუსი), გიორგი ნიშნიანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), გიორგი ტიკურიშვილი ("ვიტენი", ბელორუსი), რონინიო და სილვა ("აელ", კვიპროსი), ნიკოლოზ კურტანიძე (მფკ "თსუ")

ისრაელის ეროვნული ნაკრების გარდა, ჩვენი გუნდი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შვეიცარიისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ევრო 2018. I საკვალიფიკაციო ეტაპი. A ჯგუფი
24 იანვარი
17:30 შვეიცარია-შოტლანდია
20:00 საქართველო-ისრაელი

25 იანვარი
17:30 ისრაელი-შვეიცარია
20:00 საქართველო-შოტლანდია

27 იანვარი
17:30 შოტლანდია-ისრაელი
20:00 შვეიცარია-საქართველო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ ბიჭებო, ჯიგრები ხართ!
Georgian
01:11 25-01-2017
0

სიახლეები პოპულარული