საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2018-ის შესარჩევი მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 იანვარს, საქართველოს ფუნტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ევრო 2018-ის პირველი შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის შეხვედრაში ისრაელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ანგარიშის გახსნა საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის მიწურულს შეძლო. გოლის ავტორი შოთა თოფურია გახდა. უპირატესობა ორბურთიანი 35-ე წუთზე კახაბერ მაისაიამ გახადა, საბოლოო ანგარიში კი 39-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძემ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 25 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20:00 საათზე შოტლანდიასთან გაამრთავს.

თავის მხრივ შოტლანდიის ნაკრებმა დღეს პირველი შეხვედრა გამართა შვეიცარიასთან და ანგარიშით
2:6 დამარცხდა.

ამ დროისთვის ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა:

A ჯგუფი

შვეიცარია 1 1 0 0 6:2 3
საქართველო 1 1 0 0 3:0 3
ისრაელი 1 0 0 1 0:3 0
შოტლანდია 1 0 0 1 2:6 0
მკითხველის კომენტარები / 1 /
შემოგევლეთ ძმებო, ჯიგრები ხართ! წარმატებები შოტლანდიასთან.
Georgian
01:20 25-01-2017
0

სიახლეები პოპულარული