თავდაპირველად, ერთმანეთს სუპერლიგა B-ს საუკეთესო რვა გუნდი დაუპირისპირდა. რეგულარული სეზონის გამარჯვებული Funday Entertainment-ის გუნდი სკ "თელავს" ეთამაშა და არცთუ იოლად, 3:1 დაამარცხა და პლეი-ოფში დაწინაურდა.
გამორჩეულად დაძაბული და დრამატული გამოდგა "საქართველოს უნივერსიტეტისა" და სკ "ჯვაროსნები 2"-ის შეხვედრა, რომლის ძირითადი დროც ფრედ, 3:3 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი 7-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა - საფეხბურთო ლატარიაში "სტუდენტებს"
საპლეიოფო მარათონი წარმატებით დაიწყო "ვივუსის" საფეხბურთო გუნდმა, რომელმაც პრინციპულ და ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს, "ევროკრედიტს", მიუხედავად არაერთი საპირისპირო მცდელობისა, ორი უპასუხო გოლი გაუტანა - 2:0.
მორიგი დაძაბული საფეხბურთო დაპირისპირება შედგა "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა" და ზესტაფონის "ფეროს" შორის. ისევე, როგორც წრიულ ეტაპზე, ზესტაფონში გამართული შეხვედრა, აღნიშნული პირველი 1/4-ფინალური დუელიც საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, რომელშიც მინიმალური სხვაობით გამარჯვება "სტუდენტებს" ხვდათ წილად - 4:3. აღსანიშნავია, რომ იმერლებმა მატჩის განმავლობაში ორი 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს.
26.03.2017. სუპერლიგა B. 1/4-ფინალი (1)
Funday Ent. - სკ თელავი 3:1
FC UG - სკ ჯვაროსნები 2 3:3 პენ. 4:3
სკ ევროკრედიტი - FC Vivus.ge 0:2
კსუ/CIU - სკ ფერო (ზესტ) 4:3
ბომბარდირები:
გიორგი ლეჟავა (ფერო) - 13, ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) - 11, ნოდარ ჯიბლაძე (UG) - 10, გიგი მამალაძე (Vivus.ge), ლუკა თავზარაშვილი (Funday) - 9
კიდევ უფრო უხვგოლიანი გამოდგა 1/4-ფინალური დაპირისპირებები სუპერლიგა A-ში. რეგულარული სეზონის ტრიუმფატორმა სკ პსპ-მ, მოლოდინისამებრ, იოლად დაამარცხა "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" - 5:0.
მფკ "ნატახტარმა" სკ "ჯვაროსნებს" აჯობა დაძაბულ ბრძოლაში - 6:3 და საპლეიოფო რბოლაში უპირატესობა მოიპოვა.
ასეთივე ანგარიშით, ლიდერების გარეშე მოთამაშე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდმა ტელეკომპანია "იმედის" გუნდს მოუგო პირველი 1/4-ფინალური დუელი - 6:3.
რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდების დაპირისპირებას, ამ წყვილში ტექნიკური მოგებებით 1/2-ფინალის საგზურს ეს უკანასკნელი მოიპოვებს.
26.03.2017. სუპერლიგა A. 1/4-ფინალი (1)
FC PSP - GM ჭიათურა 5:0
მფკ ნატახტარი - სკ ჯვაროსნები 6:3
სფფ - ტვ იმედი 6:3
სდსს - CFCP 0:3
ბომბარდირები:
კახა კალაძე (სფფ), კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) - 13, ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ) - 10, ალექსანდრე იაშვილი (სფფ) - 9
მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელების ვინაობა ორი მოგების შედეგად უნდა გაირკვეს. განმეორებით შეხვედრებს გუნდები 28 მაისს გამართავენ.
კვირასვე ვერცხლის ლიგის XII ტურის სამი შეხვედრა გაიმართა და სამივე მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
პლეი-ოფში მოსახვედრად მებრძოლმა "აჭარა ჯგუფმა" გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი "ავერსი" დაამარცხა - 5:2. მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა და პირველი მარცხი იწვნია "საქართველოს ბანკის" გუნდმა, რომელმაც შემოსავლების სამსახურის გუნდთან დათმო - 0:2.
ფაქტობრივად, უშანსოდ წააგო კიდევ ერთმა ლიდერმა "ბაქსვუდმა", რომელსაც "ევროპაბეთმა" 5:1 სძლია.
26.03.2017. ვერცხლის ლიგა. XII ტური
აჭარა ჯგუფი - ავერსი 5:2
საქართველოს ბანკი - RS 0:2
ბაქსვუდი - ევროპაბეთი 1:5
ვერცხლის ლიგის საუკეთესო რვა გუნდი და შესაბამისად, 1/4-ფინალური წყვილები 9 აპრილს გასამართი წრიული ეტაპის დასკვნითი ტურის შემდეგ გაირკვევა.
ბომბარდირები:
გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი), ზურაბ ჯინჭარაძე (ავერსი) - 19, ნიკა გვაზავა (ავერსი) - 18, გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი) - 16
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".
მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge