პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, ორჯერ გოლის გატანასთან ახლოსაც იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ბურთი ხარიხას მოხვდა. ამის შემდეგ იტალიელებმა მიყოლებით ორი გოლი გაგვიტანეს, რასაც ირაკლი თოდუას გოლი მოყვა. შედეგად, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:2-ია.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს იტალიასთან ფრეც ეყოფა.