ავთანდილ ასათიანი: გაგვიმართლა - რუმინეთის დამარცხება შეგვიძლია!

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა Sportall.ge-სთან საუბრისას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი-ოფის კენჭისყრა შეაფასა.

ფუტსალი: საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა პლეი ოფში ცნობილია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მეტოქედ რუმინეთი ერგო.

"მეტოქე საკმაოდ ძლიერია, მაგრამ გაგვიმართლა, რომ ხორვატიის, სერბეთის და ჩეხეთის უძლიერესი ნაკრებები ავირიდეთ. იმ გუნდებთან შედარებით რუმინეთი სუსტია, თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვართ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა შევაგროვოთ მოწინააღმდეგეზე და ფეხბურთელებს მათ სუსტ და ძლიერ
მხარეებზე მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მივაწოდოთ. არ შეგვხვედრია ისეთი გუნდი, რომელთანაც განწირულები ვიქნებით. შანსი გვაქვს, ოცნება ავიხდინოთ და ის უნდა გამოვიყენოთ.

გაგვიმართლა იმაშიც, რომ პირველი მატჩი სტუმრად გვაქვს. საქართველოში საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობდით და ის, რომ საპასუხო მატჩი აქ გველის, ჩვენთვის კარგია. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი კვლავ მრავლად მოვა და ერთად შევძლებთ რუმინეთის ბარიერის დაძლევას!", - გვითხრა ასათიანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული