ვერცხლის ლიგის წლევანდელი გამარჯვებული საერთაშორისო სკოლა "ბაქსვუდი" გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში 3:1 დაამარცხა საქართველოს ბანკი და ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე პერიოდში ბაქსვუდმა უპირატესობა მოიპოვა და მატჩის ბოლო წუთებზე დამაჯერებელი თამაშის ხარჯზე წარმატებას მიაღწია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზი საქართველოს ბანკის მოთამაშეს დათა ფარაჯანაშვილს გადაეცა.
საუკეთესო მცველი ბაქსვუდის მოთამაშე რევაზ ქემოკლიძე
15.07.2017. ვერცხლის ლიგა. ფინალი
საქართველოს ბანკი - ბაქსვუდი 1:3
გოლები: 15:00’ უგრეხელიძე (0:1), 18:00’ შეყლაშვილი (1:1), 31:00’ ფირცხალავა (1:2), 37:00’ ასათიანი (1:3)
მატჩის შემდეგ:
ვახტანგ სირაძე, საქართველოს ბანკი: "პირველ რიგში მივულოცავ მოწინააღმდეგეს ამ გამარჯვებას, პირველი მიზეზი ჩვენი მარცხის გახდა ის, რომ ჩვენ არამარტო ექვს-ხუთ მოთამაშეს არამედ მთელს დარბაზს ვეთამაშეთ. მადლობა მათ. დღევანდელ შეხვედრაში მეტი ჟინი ჩადეს, მეტი თავდადება და გაიმარჯვეს."
გიორგი ახლანძე, ბაქსვუდი: "ძალიან მოხარულები ვართ გამარჯვებით, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა და ვისურვებთ, რომ ესეთი კარგი ტურნირი ჩატარდეს ყოველთვის, ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, მომავალი სეზონიდან გავძლიერდებით და ყველანაირად შევეცდებით რომ კიდევ ავწიოთ თასი. რაც შეეხება პერსონალურ ჯილდოს ძალიან მოხარული ვარ, რომ ბომბარდირის პრიზი მერგო."
გიორგი ლუკავა, ევროპაბეთი: "პირველ რიგში მინდა მივულოცო ბაქსვუდს გამარჯვება, დამსახურებულად გაიმარჯვეს. საქართველოს ბანკს კი წარმატებებს ვუსურვებ, დიდი მადლობა მინდა ორგანიზატორებს გადავუხადო ამ პრიზისთვის მომავალი სეზონისთვის მოვემზადებით, აქტიურად ვივარჯიშებთ და გავაგრძელებთ თამაშს. "
ამ უქმეებზე დასრულდა ბრინჯაოს ლიგის წლევანდელი გათამაშებაც, რომლის გამარჯვებული თბილისის მერიის გუნდი გახდა.
ვიცე-ჩემპიონის ტიტული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს გადაეცა. რაც შეეხება გამორჩეულ ფეხბურთელებს, საუკეთესო მეკარედ, ბილტმორის კიპერი ერეკლე ასათაშვილი დასახელდა, საუკეთესო მცველის პრიზი სდსს-ის ფეხბურთელს, დავით იობიძეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელი ელიტა ბურჯის ლიდერი, ავთანდილ სებისკვერაძე გახდა, საუკეთესო უნივერსალი კი ხალიკ ბანკის კაპიტანი შოთა ჭკუასელი.
8 შედეგიანი გადაცემით, საუკეთესო ასისტენტის პრიზი მტკვარი ენერჯის ფეხბურთელს, გოჩა შუბითიძეს ერგო, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის პრიზი 19 გატანილი გოლით, მერიის კაპიტან მიხეილ თოფურიას გადაეცა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წწ. სეზონი კი 16 ივლისს, ოქროს ლიგის ფინალური შეხვედრით დასრულდა. ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ნატახტარმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა GWP 3:1 და ოქროს ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ ლიგის გამორჩეული მოთამაშეები დაჯილდოვდნენ, ნომინაციები კი ასე გადანაწილდა.
ლიგის საუკეთესო მეკარე GWP-ის კიპერი ნიკოლოზ ფხაკაძე გახდა. საუკეთესო მცველის პრიზი პატრულის მოთამაშეს, თემურ რაქვიაშვილს გადაეცა. საუკეთესო უნივერსალი ვითიბი ბანკის
ფეხბურთელი დიმიტრი მაყიშვილი გახდა, საუკეთესო ასისტენტად 9 საგოლე გადაცემით ნატახტარის მოთამაშე თეიმურაზ ჯაფარიძე დასახელდა.
20 გატანილი გოლით სეზონის ბომბარდირი ნატახტარის კაპიტანი გიორგი სეფერთელაძე გახდა. სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი გიორგი აფციაურს გადაეცა. ასევე გამოვლინდა საუკეთესო მენეჯერი, ამ ნომინაციისთვის განკუთვნილი ჯილდო კი ნატახტარის გუნდის ხელმძღვანელს მიხეილ წეველიძეს გადაეცა.
გამარჯვებულები, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ და საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარემ ზვიად კუპატაძემ დააჯილდოვეს. ოქროს ლიგის მესამე ადგილოსნები კი "საქართველოს ფოსტა" და "ვითიბი ბანკი" გახდდნენ.
16.07.2017. ოქროს ლიგა. ფინალი
ნატახტარი - GWP 3:1
გოლები: 12:00’ სეფერთელაძე (1:0), 19:00’ აფციაური (10მ. 1:1), 20:00’ აფაქიძე (2:1), 32:00’ გოგოხია (3:1)
მატჩის შემდეგ:
ნიკოლოზ ფხაკაძე, GWP: "კარგი თამაში გამოვიდა, ცოტა არ გაგვიმართლა. ვულოცავ მეტოქეს ამ გამარჯვებას დამსახურებულად გაიმარჯვეს, ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩატარდა მესამე წელია რაც პირადად მე ვიღებ მონაწილეობას , წელს პირველი ფინალი იყო და ფსიქოლოგიურად რთული აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი მატჩის თამაში, ვეცდებით შემდეგში გამოვასწოროთ."
კახაბერ გოგოხია, ნატახტარი: "ძალიან მნიშვნელოვანი ფინალი იყო, მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში მოწინააღმდეგე გუნდს შესანიშნავი თამაშისთვის ბრძოლა იყო ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე თუმცა ეს გამარჯვება ჩვენ გვერგო, გახარებული ვარ. ბიჭებს მინდა მივულოცო ეს გამარჯვება, მთლიანად ნატახტარს და მე პირადად ამ პრიზისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რომ ჩემი თამაში ასე დააფასეს."
გიორგი სეფერთელაძე, ნატახტარი: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის გამარჯვება, რაც შეეხება მეტოქეს, წაგებული გვქონდა წელს ამ გუნდთან თამაში , მაგრამ ვისაც ძალიან სურდა იმ გუნდმა მოიგო. ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს ფინალურ მატჩში და ძალიან მოხარულები ვართ რომ ეს თამაში ჩვენ მოვიგეთ. წელს ორი ტიტული მოვიპოვეთ ასე რომ კმაყოფილები ვართ რა თქმა უნდა ვულოცავ მთლიანად გუნდს და ნატახტარის გულშემატკივარს."
გიორგი აფციაური, GWP: " პრიზი რომელიც პრესონალურად მე გადმომეცა პირველ რიგში მოტივაციაა, მადლობა ორგანიზატორებს, რომ ამ შრომას მიფასებენ, მადლობა ჩემს გუნდს, რომლის წყალობითაც მივაღწიე ამ ყველაფერს. რაც შეეხება თამაშს, ვულოცავ ნატახტარის გუნდს დღეს გაიმარჯვებას დამსახურებულად. შემდეგში ვეცდებით უკეთესი თამაში ვაჩვენოთ."
ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი: "ნატახტარმა დამსახურებულად გაიმარჯვა, მთელი სეზონი განვლო რთულ ბრძოლაში და ეს წარმატება მათ დაიმსახურეს, უკვე მოუთმენლად ველით ჩვენს მეათე ლიგას, წლევანდელი წელი გამორჩეული იყო, თუმცა მომავალი წელი უფრო სანახაობრივი იქნება და ყველანაირად დატვირთული ემოციებით.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი"
მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge