კვირის სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის მეოთხე ტურის მატჩებით დაიწყო. სასტარტო დაპირისპირება საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა - "ელიტა ბურჯმა" "დომინო'ს პიცა" დაამარცხა - 7:4 და სადებიუტო სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.
საკმაოდ საინტერესო გამოდგა "აჭარა ჯგუფის" და "მინას" გუნდების დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ფრედ, 3-3 დასრულდა. პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში სავაჭრო ცენტრ "კუბიკის" გუნდმა, რომელმაც წინასწარ ფავორიტად აღირებული "საქრუსენერგო" დაამარცხა - 4:2.
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა "ბაქსვუდის"
წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ სამი ქულით "დაბრუნდა" "ევროპაბეთი". "ბუკმეკერები" შემოსავლების სამსახურის გუნდს დაუპირისპირდნენ და საკმაოდ რთულ შეხვედრაში 3-1 იმარჯვეს.
მოულოდნელად დიდი ანგარიშით დასრულდა "ავერსისა" და "ლიბერთი ბანკის" გუნდების დაპირისპირება. "ფარმაცევტებმა" საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარეს შეხვედრა და 7-2 დაამარცხეს მეტოქე. პოკერით გამოირჩა მათი შემტევი ზუკა ჯინჭარაძე.
ტური უშუალო კონკურენტების, "თეთრი ქუდისა" და "საქართველოს ბანკის" შეხვედრით დასრულდა, რომელშიც გამარჯვება "ბანკირებს" ხვდათ წილად - 3-0 და ისინიც, "ბაქსვუდის" მსგავსად, 100%-იანი შედეგით განაგრძობენ სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნას.
27.11.2016. ვერცხლის ლიგა. IV ტური
ელიტა ბურჯი - დომინო’ს პიცა 7:4
აჭარა ჯგუფი - მინა 3:3
კუბიკი - საქრუსენერგო 4:2
ბანკი რესპუბლიკა - ბაქსვუდი 0:3
შემოსავლების სამსახური-ევროპაბეთი 1:3
ავერსი - ლიბერთი ბანკი 7:2
თეთრი ქუდი - საქართველოს ბანკი 0:3
კვირასვე მესამე ტურის შეხვედრები გამართეს ოქროს ლიგის გუნდებმა.
ტურის სასტარტო დაპირისპირება, "საქართველოს ფოსტასა" და "ნატახტარს" შორის, მოლოდინისამებრ, საინტერესო და დაძაბული გამოდგა. უკვე ტრადიციული და პრინციპული მეტოქეების შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავდაპირველად "ფოსტალიონები" დაწინაურდნენ ორი ბურთით, მაგრამ "ნატახტარის" კაპიტნის, გიორგი სეფერთელაძის ბრწყინვალე თამაშით მეორე ტაიმის დასაწყისში სწორედ მისი გუნდი გავიდა წინ. ამის შემდეგ "ფოსტის" ფეხბურთელებმა გააძლიერეს ზეწოლა და საბოლოოდ ფრე 3:3.
მინიმალური სხვაობით იმარჯვა "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდმა, რომელმაც "ვითიბი ბანკს" სძლია 2:1. ამის შემდეგ უკვე უხვგოლიანი თამაშების "ჯერი დადგა". საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე გუნდმა თავდაცვის სამინისტროს გუნდ "სარანგს" აჯობა - 9:4, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის მერია დაამარცხა 8:3, ხოლო პატრულმა - "მენიუ. ჯის" სძლია - 6:2 და გახდა ერთადერთი გუნდი ოქროს ლიგაში, რომელსაც სამი ტურის შემდეგ სამი მოგება აქვს და თავისთავად სატურნირო ცხრილსაც ერთპიროვნულად ლიდერობს.
27.11.2016. ოქროს ლიგა. III ტური
საქართველოს ფოსტა - ნატახტარი 3:3
ვითიბი ბანკი - GWP 1:2
სფფ 2 - სარანგი 9:4
TTC - თბილისის მერია 8:3
პატრული - Menu.ge 6:2
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".
მედიაპარტნიორები: sportall.ge, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge