Sportall.ge-ს ინფორმაციით, 25 წლის მცველი "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავიდა. კონტრაქტი 3-თვიანია და მისი ამოწურვის შემდეგ, მოსკოვურ კლუბს სურვილის შემთხვევაში კვირკველიას გამოსყიდვა შეეძლება. ახალ კლუბში კვირკველია 33-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ კვირკველია "რუბინს" 2011 წლიდან ეკუთვნის, კონტრაქტი კი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. ამ გუნდის მაისურით მის ანგარიშზე 87 მატჩი და 3 გოლია. მიმდინარე სეზონში საბას ყაზანურ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.
რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "რუბინი" და "ლოკომოტივი"