[ლეგიონი] კახა ცხადაძემ ყაზახეთის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
8 მარტს სტარტი აიღო ყაზახეთის ჩემპიონატმა ფეხბურთში, სადაც წელს არაერთი ქართველი მწვრთნელ-ფეხბურთელი გამოდის.

ყაზახური სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ალმათის "ქაირათმა". პირველი ტურის მატჩში ქართველი სპეციალისტის გუნდმა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით "აქტობე" დაამარცხა - 1:0. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცხადაძემ "ქაირათში" პირველი ტიტული - ყაზახეთის სუპერთასი მოიგო.

სასტარტო ტურში სამი ქულა მოიპოვა ომარ თეთრაძემაც. მისმა გაწვრთნილმა "ტობოლმა" შინ სამი უპასუხო გოლი გაუტანა ვლადიმერ დვალიშვილისა და უჩა ლობჟანიძის "ატირაუს". სტუმართა ქართველმა ლეგიონერებმა შეუცვლელად ითამაშეს, ლობჟანიძე 33-ე წუთზე გააფრთხილეს.

ოთარ
მარცვალაძისა
და გოგიტა გოგუას "ორდებასიმ" სამი უპასუხო გოლი გაუტანა "ასტანას", თუმცა შიმკენტის გუნდის წარმატებაში ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მარცვალაძე სათადარიგოთა შორის დარჩა, გოგუა კი განაცხადშიც არ ყოფილა.

სათადარიგო იყო "ირტიშში" ცოტა ხნის წინ იჯარით გადასული ლაშა დვალი, მისმა გუნდმა კი საკუთარ მოედანზე "აკჟაიკი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული