4 აპრილს, ყაზახეთის სუპერლიგის V ტურის შეხვედრაში "ქაირათი" შინ პავლოდარის "ირტიშს" დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 1:1. "ირტიშის" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ლაშა დვალმა. აღსანიშნავია, რომ ეს "ქაირათის" ზედიზედ მეოთხე ფრედ დასრულებული მატჩია მიმდინარე ჩემპიონატში. ცხადაძის გუნდს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.
KazFootball.kz-ის ინფორმაციით,
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძემ ალმათის "ქაირათი" გასული წლის აპრილში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობა და სუპერთასი მოიპოვა. "ქაირათში" ცხადაძის ასისტენტი გიორგი ჩიხრაძეა.
* * *
ამავე ჩემპიონატში, "ტობოლმა" კუსტანაიში 1:0 მოუგო "ორდაბასის". წაგებულთა შორის 76-ე წუთზე გამოჩნდა ოთარ მარცვალაძე, ხოლო გოგიტა გოგუას არ უთამაშია.* * *
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში "ნიურნბერგმა" სტუმრად 0:1 წააგო "ჰანოვერთან". წაგებულთა რიგებში ლუკას ჰუფნაგელი 89-ე წუთზე შევიდა მოედანზე.* * *
პოლონეთის თასის ფინალშია ლუკა ზარანდიას "არკა", რომელმაც პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გასვლაზე 3:0 მოუგო "სუვალკის", საპასუხო მატჩი კი შინ 2:4 წააგო და კინაღამ გადამწყვეტი მატჩის გარეშე დარჩა. ზარანდია მინდორზე 41-ე წუთზე გამოჩნდა.