"ქაირათის" ბოსი: ყოველგვარი ეჭვის გარეშე - ცხადაძე რჩება

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატი სუსტად დაიწყო კახა ცხადაძის "ქაირათმა", რომელმაც პირველი ტურის მოგების შემდეგ ზედიზედ 4 ფრე ითამაშა, რამაც ხმები დაარხია, თითქოს, ქართველ სპეციალისტს პოსტის დატოვება მოუწევდა.

თუმცა "ქაირათის" ბოსმა ქაირათ ბორანბაევმა ოფიციალურად უარყო ეს ხმები და მას ჭორი უწოდა.

"მინდა, ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს გამოვეხმაურო, რომელიც "ქაირათის" მწვრთნელს ეხება. კახაბერ ცხადაძე ყოველგვარი ეჭვის გარეშე გააგრძელებს მუშაობას "ქაირათში".

კლუბის ხელმძღვანელობა მთლიანად ენდობა მას. არც ერთ სხვა კანდიდატურას ამ პოსტზე ჩვენ არ განვიხილავთ", - განაცხადა ბორანბაევმა.

8 აპრილს კახა ცხადაძის გუნდი ჩემპიონატის მე-6
ტურის მატჩს გამართავს, ყარაღანდის "შახტიორს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული