აკაკი გოგია სანაკრებო და საკლუბო დილემების წინაშე

AutoSharing Option
Berliner Kurier-ის ინფორმაციით, დრეზდენის "დინამოს" ნახევარმცველ აკაკი გოგიას რამდენიმე შემოთავაზება აქვს, რომელთაგანაც ყველაზე კონკრეტული ბერლინის "უნიონის" წინადადებაა.

"უნიონი" 25 წლის ფეხბურთელს სამწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ ქართველი "დინამოში" იჯარის წესით თამაშობს, ისე კი ინგლისურ "ბრენტფორდს" ეკუთვნის. "უნიონი" მას თვეში 40 ათას ევროს სთავაზობს. "უნიონი" მე-4 ადგილზეა (54 ქულა) და ბუნდესლიგაში გადასვლის უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე მე-5 ადგილზე მყოფ "დინამოს" (46 ქულა).

გოგიას შემოთავაზება აქვს "დინამოს" სპორტულ დირექტორ რალფ მინგესაგანაც. მოკლედ, ის დილემის წინაშეა. "ვფიქრობ, ჩვენს თანამშრომლობას აქვს პერსპექტივა", - აცხადებს მინგე.

თავად გოგია კი კომენტარისას მხოლოდ სპორტულ აქცენტს აკეთებს: "ამ სეზონში სერიოზული ტრავმა მივიღე. ამიტომაც ჩემთვის მნიშვნელოვანია სტაბილური თამაში. დანარჩენს რაც შეეხება, ჩემზე არ არის დამოკიდებული", - განაცხადა მან. გოგია ინგლისურ კლუბს 2019 წლამდე ეკუთვნის, თუმცა "დინამოს", ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში, მისი გამოსყიდვა შეუძლია.

"ენდი ჩვენი გუნდისთვის რეალური გაძლიერებაა შეტევის კუთხით. I წრეში ის "დინამოს" ბომბარდირი იყო და ის ბრწყინავდა მოედანზე. თავისი სისწრაფითა და დრიბლინგით მან ფანების სიყვარული დაიმსახურა. მას მერე იყო ტრავმა. ახლა კი მას ფორმის აღდგენისთვის მეტი დრო სჭირდება, საოცრებები არ ხდება", - განაცხადა მინგემ.

სხვათა შორის, გოგია დილემის წინაშეა ნაკრებთან დაკავშირებითაც, რადგან გერმანია ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს და თუ ნაკრებში თამაში სურს, გერმანიის მოქალაქეობის დატოვება მოუწევს, თუმცა არის გამონაკლისებიც. ამის შესახებ სფფ-ის ხელმძღვანელობისა და ჟურნალისტების ახლანდელ შეხვედრაზეც ითქვა.

მოკლედ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო შემთხვევაში გოგიას ამბავი ჩახლართულია და ის სერიოზული დილემის წინაშეა, თუმცა გადაწყვეტილებები ორივე შემთხვევაში თავად უნდა მიიღოს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგათმა ფარცვანიას ვერ გაუკეთეს პასპორტი და რა გოგიაზეა საუბარი?ვაბშეტა ის მახარაძეც სანახავია უკრაინაში რო თამაშობს, ასნავნოია. მაკარიძეს შემცვლელი ხო უნდა. აბა ამან თუ კიდე ლორია დააყენა და ვაბშე არ ვუყურებ ფეხბურთს
ლეო
27 აპრილი 2017 19:47
0
მაგ ფედერაცია დასანგრევია ვააბშე. ეგენი საქმის გაუჭებით მდიდრდებიან, თორე კაი საქმის კეთება არ იციან და არც აინტერესებთ. არ კიდიათ/ თავის მინისტრიანად
ლეო
27 აპრილი 2017 19:42
0
ადრე აქ ამ ბიჭს ისე აგინებდენ და ლანძღავდენ თუამან ქართული კითხვა იცის და აქ შემოდიოდა ალბათ ნაკრები კიარა საქართველოსკენაც არ გამოიხედავს ეს ერთი და მეორე ვისაც უნდა ორმაგი მოქალაქეობა და საქართველოს ნაკრებში თამაში თვითონაც კარგად მიხედავს თავის საქმეს და საბუთების გაკეთებას კიდე ფედერაცია და ერთი ვაივიში არ ჭირდება არაა ხალხი არც ფეხბურთელი და არც კოსმონავტი მაგრამ აკეთებენ ორმაგ მოქალაქეობას თუ სურვილი გაქ რათქმაუნდა.
quTaiseli
27 აპრილი 2017 14:19
0
არ არის სწორი ინფორმაცია, რომ გოგიას არ შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის ჰქონა!! რა გაუჭირდა ან "გერმანელ" საქართველოს ფედერაციის მამაებს ერთი ადვოკატის მოდცებნა და კონსულტაციის გავლა!! გერმანული კაკნონდებლობა უშვებს გამონაკლისებს და ამ კამონაკლისებით გოგიას ნამდვილად შეუძლია ისარგებლოს!!!
ყველაფერი ფედერაციის მაგივრად როგორ უნდა გაკეთდეს?! გოგიამ სანამ საქართველოს მოქალაქეობაზე თანხმობას განაცხადებს, მან უნდა შეიტანოს გერმანიის შესაბამის უწყებაში და დაასაბუთოს მისი საკითხის განსაკუთრებულობით(ეს ნამდვილად არ იქნება გოგიასთან დაკავშირებით ძნელი), ამის შემდეგ გერმანია უშვებს ორმაგ მოქალაქეობას და ამის შემნდეგ შეუძლია მშვიდად გახდეს საქართველოს მოქალაქე!!! მოკლედ ამდენი ხანია ასეთ არაკომპეტენტურ და დილეტანტურ არგუმენტებს იძახიან. თუ გოგიას ფული არ აქვს ფედერაციამ დაიქირავოს ადვოკატი ჰა, ჰა მაქსიმუმ 5 000 ეურო დაუჯდეს !! მოკლედ მოძრაობა გააკეთოს ფედერაციამ ან გაჩუმდეს!!!!!
Info!
27 აპრილი 2017 12:48
0
ეს არ იყო ვოლსბურგში რო გადავიდა იძახდა გერმანიის ნაკრებში მიწვევენ საქართველოს ნაკრებში რა მინდაო?
ბუზალა
26 აპრილი 2017 19:42
0
მოკლე მეხსიერება ცუდია!
არ ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში მე გერმანიის ნაკრებში უნდა ვითამაშოთ. არ მიასუნიეს იქ და...
გიორგი
26 აპრილი 2017 18:28
0
zalian gamixardeba eg bichi nakrebshi, profesionalia bevri chveni fexburtelebisgan gansxvavebit!
kai bichi
26 აპრილი 2017 17:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული