
10 ტურის შემდეგ ცხადაძის გუნდი 18 ქულით მეორე ადგილზეა და "ასტანას" 4 ქულით ჩამორჩება, არადა, ლიდერს თამაში რეზერვში აქვს.
აღსანიშნავია, რომ "ქაირათი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც არ წაუგია, მაგრამ 10-დან 6 მატჩი ქართველი სპეციალისტის გუნდმა ფრედ დაასრულა.
"იმის მიუხედავად, რომ მწვრთნელს ენდობიან, ხელმძღვანელობაში უკმაყოფილონი არიან სასტარტო 9 შეხვედრიდან 6-ის ფრით დასრულების გამო", - წერს საიტი.