thematch.kz: "ასტანასთან" მატჩი გადამწყვეტი იქნება კახა ცხადაძისთვის

AutoSharing Option
thematch.kz-ის ინფორმაციით, 2 მაისის ყაზახური კლასიკო "ასტანასა" და "ქაირათს" შორის გადამწყვეტი იქნება "ქაირათის" თავკაც კახა ცხადაძისთვის. წაგების შემთხვევაში, მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

10 ტურის შემდეგ ცხადაძის გუნდი 18 ქულით მეორე ადგილზეა და "ასტანას" 4 ქულით ჩამორჩება, არადა, ლიდერს თამაში რეზერვში აქვს.

აღსანიშნავია, რომ "ქაირათი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც არ წაუგია, მაგრამ 10-დან 6 მატჩი ქართველი სპეციალისტის გუნდმა ფრედ დაასრულა.

"იმის მიუხედავად, რომ მწვრთნელს ენდობიან, ხელმძღვანელობაში უკმაყოფილონი არიან სასტარტო 9 შეხვედრიდან 6-ის ფრით დასრულების გამო", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დვალი ტურის სიმბოლურში მოხვდა...
David
02 მაისი 2017 13:02
0
ვაი მაგათ პატრონს თუ გაუშვეს მერე ნახონ ოქროების ცვენაა?
kaxa
02 მაისი 2017 10:23
0
მოაბრუნეთ ცხადაძე ნაკრებში, მე მგონი ვეშველება
გიორგი
02 მაისი 2017 09:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული