- [ლეგიონი] კვირკველიამ და ზარანდიამ რუსეთსა და პოლონეთში თასები მოიგეს [VIDEO]
- კვირკველია და ტაბიძე "ლოკო"-"ურალის" მატჩში გაჩაღებულ მასობრივ ჩხუბში [VIDEO]
"ჯერ იმას ვიტყვი, რომ ძალიან გახარებული ვარ, რუსეთის თასის ფინალში
საერთოდ, რაც 2 მაისის მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა სწორედ ძირითადში მისი გამოჩენა იყო. მანამდე ხომ 20 წლის ქართველს ეკატერინბურგელთა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნათამაშები:
"მანამდე, ტარხანოვმა ძირითად 11 ფეხბურთელს შორის მხოლოდ ერთხელ დამაყენა. ეს იყო მოსკოვის "სპარტაკთან" და ეტყობა, ჩემში ცენტრალური მცველისთვის საჭირო თვისებები დაინახა. სავარაუდოდ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ვისაც ათამაშებდა, იმას ვჯობდი და ამიტომაც მენდო.
ტარხანოვი შანსს ყველას აძლევს და მიხარია, რომ ფინალში ჩემზე გააკეთა არჩევანი. ამოჩემებული კი არ აქვს, რომ გინდა თუ არა, რუსი უნდა ათამაშოს".
ასეთ დროს, მით უფრო მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბევრი გამოცდილი მოთამაშე ანერვიულდებოდა. ტაბიძე კი ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა:
"როცა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მოედანზე გადიხარ, არავინ თქვას, რომ ჩვეულებრივი განწყობით გადის. რა თქმა უნდა, დიდი წნეხიც იყო და რკინის ნერვები უნდა გქონდეს, თასის ფინალში რომ არ ინერვიულო. ბუნებრივია, ეს მღელვარება გუნდშიც იგრძნობოდა და მეც ასე გავედი სათამაშოდ.
მაგრამ მოედანზე ფეხი რომ დავდგი და თამაში დაიწყო, ყველაფერი დამავიწყდა და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა".
"ურალის" ქართველი მცველი საბა კვირკველიაზეც გველაპარაკა:
"ზოგადად, თამაშს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. მაგრამ იმას კი აუცილებლად ვიტყვი, რომ "ლოკომოტივმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და თასის მოპოვებას ვულოცავ, უპირველეს ყოვლისა - საბა კვირკველიას. ის ძლიერი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.
კვირკველია ძალიან მაღალი დონის მცველი რომაა, ეს "რუბინშიც" ბევრჯერ დაამტკიცა და მოსკოვურ გუნდში გადასვლის შემდეგაც გამოაჩინა თავისი კლასი. ყველას არ შეუძლია, ისეთ რთულ ჩემპიონატში, როგორიც რუსეთის პრემიერლიგაა, ამდენი წელიწადი სტაბილურად ითამაშოს. საბამ ეს მოახერხა, მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, ნაკრების თამაშებშიც ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი წინსვლა და წარმატებები გამახარებს".
რუსეთის თასის ფინალის მიწურულს მოსკოველ და ეკატერინბურგელ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი ატყდა, რის გამოც არბიტრმა მოედნიდან ერთდროულად ოთხი ფეხბურთელი გააძევა. ამ დროს, კვირკველია და ტაბიძე მათ გაშველებას ცდილობდნენ.
რესპონდენტს ამაზეც ვკითხეთ, თუმცა ლაკონიურად გვიპასუხა:
"თამაშს დიდი ფასი ჰქონდა და ემოციებმაც ამიტომ იფეთქა. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ასეთებიც ხდება".
ტაბიძემ კომენტარი ქართველების ბოლოდროინდელ წარმატებებზეც გააკეთა:
"ბოლო კვირაში ეროვნული თასის ფინალი ევროპის სამ ქვეყანაში იყო და მიხარია, რომ ამ თამაშებში ქართველებმა წამყვანი როლები შეასრულეს. საბაზე უკვე ვთქვი.
თასის მოპოვებას ვულოცავ გურამ კაშიას, რომელმაც "ვიტესის" კაპიტნის რანგში ჰოლანდიის თასი პირველმა ასწია.
ჩვენი ფინალის შემდეგ კი გავიგე, რომ პოლონეთის თასი "არკამ" მოიგო და ლუკა ზარანდიამ უმაგრესი გოლიც გაიტანა. ასეთ გოლებს ყოველდღე ვერ ნახავ - ლუკა ჩემი მეგობარია, უნიჭიერესი ბიჭია და მინდა, წარმატებები ვუსურვო.
თითოეული ჩვენიანის წარმატება კი ისევ საქართველოს ნაკრების თამაშზე აისახება და ეს ყველაფერი ამ გადასახედიდანაც მახარებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"