კლუბის პრეზიდენტი ჯაბა კანკავას მომავალსაც შეეხო:
"ჯაბა კანკავას ამ წუთისთვის არც ერთი სერიოზული წინადადება არა აქვს. თუკი ხვალ ჩემს მაგიდაზე ასეთი წინადადება დაიდება, ჩვენ მას წასვლაში ხელს არ შევუშლით.
მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯაბა კანკავა ჩვენ შევიძინეთ და მას გარკვეული ფასი აქვს", - განაცხადა კაილომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი "რეიმსში" 2015 წლის ზაფხულში გადავიდა 1,2 მილიონ ევროდ და კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მაშინ "რეიმსი" ლიგა 1-ში ასპარეზობდა.