დონეცკის "შახტარი" ბოლო ტურისთვის გიორგი არაბიძესთან ერთად ემზადება

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ოფიციალური საიტის ცნობით, 19 წლის შემტევი გიორგი არაბიძე მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

"შახტარი" ჩემპიონატის ბოლო მატჩისთვის ემზადება. კლუბის მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ გუნდის ლეგიონერებს უფლება მისცა, შვებულებაში ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გასულიყვნენ, მათი ჩანაცვლება კი აკადემიის ორი ფეხბურთელით, გიორგი არაბიძითა და იგორ კირუხიანცევით გადაწყვიტა.

32-ე ტურის მატჩს "შახტარი" ხვალ "ოლექსანდრიას" წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ "შახტარს" უკრაინის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს.

გიორგი არაბიძემ 21-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წინა ტურში შახტიორმა კიევის დინამოსთან და მსაჯთან წააგო,მაგრამ იქაც ნახევარი გუნდი სათადარიგოებით იყო დაკომპლექტებული.კიევმა იბრძოლა,მსაჯებმა კი იომეს შახტიორის წინააღმდეგ.მეორე ტაიმს ვუყურე და ერთ მომენტში ასიანი პენალტი არ დანიშნა,მეორედ კი თამაშგარე ჩასტვინა მაშინ,როცაშახტიორის თავდამსხმელმა საკუთარ ნახევარზე,ცენტრიდან 4-5 მეტრზე მიიღო ბურთი და მასზე უკან დინამოს მცველიც იდგა.ისე მატჩის შემდგომ განხივაში ძველმა ფეხბურთელმა,ვიქტორ გრაჩოვმა აღნიშნა,რომ მსაჯები მთელი წელი ასე ებრძოდნენ შახტიორს,უბრალოდ მაშინ გუნდი ორი თავით ძლიერი იყო სხვებზე,ახლა კი დუბლებმა მაგდენი ვეღარ გაქაჩესო.
სოსო
17:36 30-05-2017
0
უნდა წავიდეს მაქედან თუ აქვს სხვა ვარიანტი აუცილებლად.არ ათამაშებს ეგ მწვრთნელი მაგას ძირითადში(დაჟე ზაპასშიც არ ზის.)ეთამაშებინა კიევის დინამოსთან წინა ტურში,უკვე ჩემპიონები არიან რამდენი ხანია...
კახა ქირია
16:19 30-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული