საქართველოს 2016 წლის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი მიმდინარე წლის იანვარში დანიურ "ესბიერგში" ოთარ კაკაბაძესა და ლაშა პარუნაშვილთან ერთად გადავიდა, მაგრამ გუნდი სუპერლიგაში დასარჩენ პლეი ოფში დამარცხდა და მეორე დივიზიონში გადაინაცვლა.
ზივზივაძე საქართველოში დაბრუნდა და სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" ეროვნული ლიგის XVI ტურის მატჩს ("სამტრედია"-"კოლხეთი") დაესწრო. სამტრედიელთა ექსფორვარდს ეროვნული ლიგის YouTube-არხზე პირდაპირი ეთერისას მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე ჰკითხეს.
"სამწუხაროდ, "ესბიერგი" დანიის სუპერლიგიდან გავარდა. მე 25 ივნისამდე დავისვენებ, მერე რა იქნება,
ამ პასუხმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ "სამტრედიის" მხრიდან ფეხბურთელის იჯარით დამატების სურვილი ნამდვილად იყო. იყო მცდელობაც, დანიელებთან მოლაპარაკებულიყვნენ, მაგრამ... "ესბიერგმა" უარი თქვა - აქაოდა, ზივზივაძეს სუპერლიგაში დაბრუნების იმედს ვუკავშირებთ და ჩვენთან უნდა იყოსო...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"