- გიორგი მერებაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
Sportall.ge-ზე გიორგი მერებაშვილისთვის კითხვების დასმა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დასმული კითხვებიდან საუკეთესოს ავტორები თავად შეარჩია. აღსანიშნავია, რომ მერებაშვილმა არა ერთი, არამედ სამი კითხვა შეარჩია. გამომდინარე იქიდან, რომ მესამე გამარჯვებული, ალექსანდრე სვანაძე ამჟამად თბილისში არ იმყოფება, მას მაისურს რედაქცია მოგვიანებით გადასცემს.
"ძალიან კარგი რუბრიკაა, რადგან გულშემატკივრებს საშუალება გვეძლევა, სპორტსმენებს თავად დავუსვათ
"ასეთი რუბრიკის არსებობა, რომლის მეშვეობით სპორტსმენები, მწვრთნელები გულშემატკივრებთან ურთიერთობენ, ვფიქრობ, აუცილებელია. რაც მეტი ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას და მეტ კითხვას დაუსვამს მოწვეულ სტუმარს, უკეთესი იქნება. თავად მე გამარჯვებას დიდად არ ველოდი", - გვითხრა ლექსო ჩაჩავამ.