ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ "კორონაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბ "კორონაში" გააგრძელებს.

კაჭარავამ "კორონასთან" დღეს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პოლონეთის ექსტრაკლასას ახალი სეზონი 14 ივლისს დაიწყება. გასული სეზონი "კორონამ" 39 ქულით მერვე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავამ გასული სეზონი იჯარის წესით ახნასის "ეთნიკოსში" ჩაატარა, სადაც 27 მატჩში 16 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის რუსულ "როსტოვს" ეკუთვნოდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯობდა დინამოში გადმოსულიყო ევროტურნირებზე მაინც დაეხმარებოდა
nika
10:28 19-06-2017
0
შოტლანდიის ჩემპიონატს პოლონეთის ჩემპიონატი ჯობია სიძლიერით. წარმატებები!
შაკო
10:27 19-06-2017
0

სიახლეები პოპულარული