[ექსკლუზივი] საბა ლობჟანიძე: არ ვფიქრობ, რომ დანიაში თამაში ჩემთვის ცუდი იქნება

AutoSharing Option
22 ივნისს საბა ლობჟანიძე ოფიციალურად გახდა "რანდერსის" ფეხბურთელი. დანიური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილმა მოთამაშემ ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 23-ნომრიანი მაისურაც მიიღო.

- ცეცხლოვანი ქართველი - "რანდერსმა" საბა ლობჟანიძე ოფიციალურად წარადგინა

Sportall.ge-მ ლობჟანიძესთან ინტერვიუ დანიაში მის გამგზავრებამდე ჩაწერა.

- იანვარში "დინამოსთან" უთანხმოება გქონდა. შენი წასვლით, თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა განაწყენებული ხომ არ რჩება?
- არა. მართალია, თავიდან იყო კონფლიქტები, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი დალაგდა. ხელმძღვანელობა ძალიან კმაყოფილია ჩემი გამოსვლით ამ სეზონში და საერთოდ არ მინაწყენდება, რისთვისაც მათი
მადლიერი ვარ.

- ისე ხდება, რომ სეზონის შუაში "დინამოს" წამყვანი ფეხბურთელები ტოვებთ...
- "დინამოს" ძალიან კარგი მომავალი აქვს. მაგარი ფეხბურთელები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონებიც გახდებიან.

- გულშემატკივარმა მთლად დადებითად ვერ შეაფასა შენი ტრანსფერი დანიის ჩემპიონატის მე-7-ადგილოსან "რანდერსში"...
- კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. იყო სხვა წინადადებებიც, იგივე ესპანური "კორდობადან", მაგრამ სტაბილური წინადადება ვარჩიე. დანიური კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე და მათთან საუბრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ასე სჯობს.

საერთოდ არ ვფიქრობ, რომ დანიის ჩემპიონატში თამაში ჩემთვის ცუდი იქნება. პირიქით, უფრო გამზრდის, უკეთესს გამხდის.

- კლუბის ხელმძღვანელობა ძირითად შემადგენლობაში ადგილს შეგპირდა?
- კი, თუმცა, თუ კარგად არ ვითამაშე, ადგილს ვერ შევინარჩუნებ. ასე კონკრეტულად რაიმეს თქმა რთულია, ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.

- როგორ გგონია, დანიიდან ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსი გექნება?
- თუ ვითამაშე და მწვრთნელებმა ჩემი გარჯა დადებითად შეაფასეს, რატომაც არა?! ნაკრებს თუ გამოვადგები, მხოლოდ გამიხარდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შემოიღოს წესი რომ ფეხნურთელმა უნდა დატოვოს ქვეყანა 22წლის ასაკში
rexeli
27 ივნისი 2017 17:27
0
რას ერჩით ამ ბიჭებს, შანსი მიუეცათ და რატომ არ უნდა წასულიყვნენ? რომ დარჩნენ რა შედეგს უნდა მიაღწიონ ერთი ძაან მაინტერესებს, ან რა ფასი მოემატებათ, ან რა ხელFასი, ან რა უნდა მოიგონ . დიდი დიდი ჩემპიონატი და ხახვი არ დააჭრას ვინმეს მაგ ჩემპიონმა კაზახებს და აზერებს ვერ უგებენ. წადით ბიძიკო თავს უშველეთ. წარმატებები
vaso
24 ივნისი 2017 15:09
0
ძალიან ჩქარობენ გაქცევას და მუდამ ერთ ქვაზე იქცევიან.დალოცვილო,დარჩი ერთი წელი,მიაღწიე შედეგს,შენი ფასიც მოიმატებს,ხელფასიც,შენც მოიგებ და კლუბიც.ის მაინც არ გაგიგიათ,რომ თუ გოგო ერთი ხელის დაქნევით დაჰყვა ბიჭის სურვილს,ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში გაბახებული და ხელში ნაბიჭვრით რჩება?თავი თუ არ დაიფასე,სხვაც არ დაგაფასებს.
სოსო
24 ივნისი 2017 09:38
0
წარმატებები მაგრამ ერთი წელი მოგეცადა და უკეთეს გუნდში გადახვიდოდი შენი მონაცემების პატრონი.
24 ივნისი 2017 00:41
0
ხარისხიანი პეხბურტელი უნდა დაიბადო კი არ უნდა გაზარდო
xxx
23 ივნისი 2017 16:23
0
წარმატებები ბიჭებს. მოგვწონს თუ არა ჩვენ მათი გადაწყვეტილებები ვალდებულებები ვართ პატივი ვცეთ, ეს მათი პირადი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებასაც პირადად უნდა იღებდნენ. რათქმა უნდა მე უკეთესი გუნდები მერჩივნა მათთვის.
gizog
23 ივნისი 2017 14:30
0
მასე ესაუბრა ბუდუმაც დანიელებს, იმათმა ცა და ვარსკვალავები შეჰპირდნენ,მერე კი ფეხბურთიც არ ათამაშეს.
როგორც ჭოპორტის პომიდორი ვერ იხარებს დანიაში,ისე ვერ გაიზრდებით თქვენ მანდ ხარისხიანი ფეხბურთელები. ხელფასები რომ მრავალჯერ მეტი გექნებათ ეს ცხადია.
Guadua
23 ივნისი 2017 13:56
0
წარმატებები!ამ ბიჭებს ნადვილად ვერ გავამტყუნებთ პაპუნაშვილს და ლობჟანიძეს.სარაგოსა ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არაა ევროპაში ჩვენ დინამოზე მეტი თუარა ნაკლები ისორიული სახელი არ აქვს. დღეს კი დინამოს ვერც შევადარებ. რანდერსი კი დანიის გუნდია და 2 საფეხურით მაღლა არის დღევანდელ დღეს დანიის ჩემიონატი ჩვენზე.
gode
23 ივნისი 2017 13:51
0

სიახლეები პოპულარული