გიორგი აბურჯანია "სევილიას" ბაზაზე გამოცხადდა

AutoSharing Option
მთავარი გუნდიდან ერთი კვირის შემდეგ, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო "სევილიას" სარეზერვო გუნდმა "სევილია ატლეტიკომაც".

პირველ დღეს კლუბის ბაზაზე 24 ფეხბურთელი შეიკრიბა და მათ შორის არის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიაც, რომელსაც პირველი სეზონი "სევილიაში" აშკარად არ გამოუვიდა.

ორშაბათს ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, ხვალიდან კი "სევილიას" სარეზერვო გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. 21 ივლისს გუნდი ალაურინ ელ გრანდეში მიემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, კენიის "ოლ სტარსთან" და "ალმერიასთან".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კაი ბიჭს აფუჭებენ, ყოფილიყო ხიმნასტიკში და ჭელს მართლა კაი გუნდში გადავიდოდა. იჩქარა, თან ტრავმაც ყდროოდ მიიღო, ეს ნაღდად იღბალია უკვე. ბევრი შრომა მოუწევს, მაგრამ თუ დაბრუნდა ასნავნოიში, მერე უკვე მაგის წინსვლას წინ ვეღარაფერი დაურგება, მაგის პოზიციაზე კონკურენცია გვჭირდება ნაკრეებში. წარმატებები აბუს
vaso
19:46 11-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული