ნიკა კაჭარავა პოლონური "კორონას" ღირსებას 9-ნომრიანი მაისურით დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი ნიკა კაჭარავა პოლონურ "კორონაში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მოგეხსენებათ, ის ახლახან მივიდა ექსტრაკლასას კლუბში.

ბოლოს კაჭარავა ახნას "ეთნიკოსის" ღირსებას იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. შეგახსენებთ, რომ კვიპროსული გუნდის გარდა, მას "ცხინვალსა" და "როსტოვშიც" უთამაშია.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კაჭარავას ანგარიშზე ხუთი მატჩი და ერთი გოლია.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტავი ამ ბიჭს ცოტა მეტი სისხარტე მისცა...
სოსო
10:25 12-07-2017
0

სიახლეები პოპულარული