ამ გუნდმა უკრაინის ბოლო ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა. კლუბსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
გიორგაძის საფეხბურთო კარიერა აქამდე მარტვილის "მერანს" უკავშირდებოდა. მისი პროგრესი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც მარტვილური კლუბი გიორგი მიქაძემ ჩაიბარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"