სავარაუდო ტრანსფერი: თემურ ფარცვანია მეორე ბუნდესლიგაში მიდის?

AutoSharing Option
26 წლის მცველი თემურ ფარცვანია ჯერჯერობით უგუნდოდაა. როგორც უკრაინული sportsarena.com წერს, ქართველ ფეხბურთელსა და დონეცკის "ოლიმპიკს" შორის კონტრაქტი დასრულებულია.

"ლელოს" ინფორმაციით კი, ფარცვანიას გადაბირებით ერთ-ერთი გერმანული კლუბია (სამწუხაროდ, ჯერ ვერ დავადგინეთ) დაინტერესებული. ინტერესი რეალურია. გავიგეთ ისიც, რომ ლაპარაკია მეორე ბუნდესლიგის ამბიციურ კლუბზე.

ვნახოთ, რა გაგრძელებას ჰპოვებს ეს სატრანსფერო ამბავი.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ფარცვანიამ მალე საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს. მას უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და 2009 წელს ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული