"ვფიქრობ, მლს-ი ყოველწლიურად უკეთესი ჩემპიონატი ხდება. აქ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. "სან ხოსე" კარგი გუნდია, რომელსაც ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია.
თანაგუნდელები უკვე ვნახე. მათ რამდენიმე შეხვედრა მოიგეს და გუნდში კარგი განწყობაა, რაც მახარებს.
"სან ხოსესთან" ერთად ტიტულების მოგება მინდა. მინდა, წარმატებული ვიყო!", - თქვა ყაზაიშვილმა.