გიორგი ნავალოვსკი რუსული პრემიერლიგის გუნდში გადადის

AutoSharing Option
"აზერისპორტის" ინფორმაციით, ბაქოს "ნეფთჩისა" და საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი რუსული პრემიერლიგის კლუბ "სკა ხაბაროვსკში" მიდის.

წყარო ამტკიცებს, რომ მცველმა უკვე მიმართა "ნეფთჩის" ხელმძღვანელობას ამის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ქართველს "ნეფთჩისთან" კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ნავალოვსკი ხაბაროვსკულ კლუბში 2013-14 და 2016 წლებში ასპარეზობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული