გიორგი მაკარიძე "მორეირენშეს" შეკრებაზე არ გაყვა

AutoSharing Option
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ოფირში გამგზავრებულ "მორეირენშეს" შეკრებაზე არ გაყვა ქართველი გოლკიპერი გიორგი მაკარიძე, რომელიც ზურგის ტკივილს უჩივის.

თუმცა მედიის ინფორმაციით, ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ქართველი კლუბს დატოვებს და სხვაგან გადავა.

აი, რა კომენტარი გააკეთა "მორეირენშეს" თავკაცმა მანუელ მაშადომ: "მაკარიძე? ან ის იქნება კარში მომავალ სეზონში, ან მისი ალტერნატივა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების გოლკიპერით "ბენფიკა", "ბრაგა" და "დეპორტივო" იყვნენ დაინტერესებულნი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული