vesti.kz-სთან ინტერვიუში ცხადაძემ თავისი მოღვაწეობა შეაჯამა ყაზახეთში.
"კარგი შარშანდელი სეზონისა და გაძლიერების შემდეგ, გუნდის ამოცანა ძალზე სერიოზული გახდა - უნდა მოგვეგო სუპერთასი, თასი, ჩემპიონატი და, რაც მთავარია, მოვხედრილიყავით ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.
სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით. ვაწყენინეთ გულშემატკივარს, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.
მაგრამ, ვფიქრობ, გუნდს კიდევ აქვს შანსი მოიგოს ჩემპიონატი და თასი და ეს მთავარია. დამშვიდობებისას კლუბის წარმომადგენლებს სწორედ ეს
მივმართავ ფანებს, მახსოვს, როგორ მიჭერდნენ მე და გუნდს ისინი მხარს. ყველას დიდი მადლობა ამისთვის და ვწუხვარ, რომ ერთად ვერ ავიხდინეთ ოცნება. კარგი ფანები გვყავს, მარტო მათთვის ღირს თამაში.
მე მაინც ვფიქრობ, რომ თავი არ შეგვირცხვენია - 61 მატჩი ჩავატარეთ ჩემი ხელმძღვანელობით. 38 მოვიგეთ და მხოლოდ 6 წავაგეთ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შედეგია. მოვიგეთ სუპერთასი და დარწმუნებული ვარ, გუნდი ჩემპიონატსაც მოიგებს და ქვეყნის თასსაც.
მგონია, რომ მომდევნო სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. აქ შესანიშნავი პირობებია ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის. მაგრამ ერთი პრობლემაა - ეს არის საბჭოთა მენტალიტეტი.
რამეს რომ მიაღწიო, არ უნდა გაჩერდე, ბოლომდე იბრძოლო. ამიტომ მსურდა, ფეხბურთელების მენტალიტეტი შეცვლილიყო. "ქაირათს" კარგი სკოლა აქვს და იქ ძალიან კარგი ფეხბურთელები გაიზრდებიან".
შეგახსენებთ, რომ 48 წლის ცხადაძე წელიწად-ნახევარი წვრთნიდა ალმათის "ქაირათს" და გუნდს ვერცხლის მედლები და სუპერთასი მოუპოვა. მანამდე კი ცხადაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში.
ყოჩაღ ცხადაძე!
ზოგადად ქართველი ერისა პრობლემა,თორე მტერს-მტერს დავარქმევდით,მეგობარს -მეგობარს და ერსულოვნებით ,,მტერს-მტრისას-მოყვარეს-მოყვრისას,, მუძღვნიდით , ანუ ძველ ქართველთა ცხოვრების წესით ... შედეგად დღეს : უნგრეთზე,ხორვატიაზე,ჩეხეთზე,სლოვენიაზე,პოლონეთზე,სლოვალეთზე... უ კ ე თ იცხოვრებდა ქართველი ერი თავისი ნიჭისა და შემართების წყალობით და სპორტის ყველა სახეობაში სერიოზულად წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი იქნებოდა-
ევროკავშირის წ ე ვ რ ი -ც-ანუ მხოლოდ
შ ე უ ქ ც ე ვ ა დ ი პროგრესირებით
საყოველთაო კეთილდღეობისათვის!