22 წლის მცველი "შლიონსკში" თამაშობდა, რომელმაც იგი ყაზახეთში გაანათხოვრა, თუმცა გასულ თვეში უკან დაიბრუნა.
"ამ პოზიციაზე გაძლიერება გვსურდა და უნდა აგვერჩია ან დვალი ან ასტიცი. ჩვენ არჩევანი ახალგაზრდა ფეხბურთელზე გავაკეთეთ. ლაშა დიდი ხანია, გვაინტერესებდა. ბოლო დღეებში კი "შლიონსკი" ტრანსფერს დადებითად გამოეხმაურა", - განაცხადა მაციეი სტოლარჩიკმა "პოგონის" დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ "პოგონში" ირიცხება კიდევ ერთი ქართველი მათე ცინცაძე, დვალი ახალ გუნდში 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.