ახალგაზრდა ქართველმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ილაპარაკა:
"ზუსტად ვიცი, რომ კარიერას კარგ გუნდში ვაგრძელებ. "პოგონს" უნდოდა ჩემი შეძენა. ამ გუნდის თაობაზე ჩემს მეგობრებს ველაპარაკე. როგორც იცით, აქ თამაშობს მათე ცინცაძე, ადრე კი ამ კლუბის ღირსებას ლადო დვალიშვილი იცავდა. მათ ბევრი კარგი რამ მითხრეს "პოგონის" თაობაზე.
მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ვიბრძოლო. ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად...
რაც შეეხება ყაზახეთში თამაშს, ეს დიდი
ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა საქართველოდან უცხოეთში წავედი სათამაშოდ. ყაზახეთისა და პოლონეთის გარდა, ლატვიაში, თურქეთსა და გერმანიაში ვითამაშე...
რაც შეეხება გუნდის ახალ კონტინგენტს, ვიცნობ ტომ პოლოტას. მასთან ერთად "შლიონსკში" ვიყავი. ასევე ჩემს ყოფილ გუნდში თამაშობდა ლუკაშ ზვოლინსკი. მე და მათე ცინცაძეს კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გვიძახებდნენ...
საქართველოს ნაკრებში დებიუტი თბილისში, გერმანიასთან შეხვედრაში მქონდა. ვითამაშე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ვარშავულ მატჩში, რომელშიც საქართველოს ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა. იმ თამაშში ჩვენთვის 85 წუთის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა. რა მოხდა ბოლოს, ამის ახსნა ძალიან მიჭირს. ფაქტია, რობერტ ლევანდოვსკიმ ბოლო წუთებში სამი გოლი გაგვიტანა", - თქვა დვალმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"