ქართველი ფორვარდი ავსტრალიის ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
23 წლის ქართველი ფორვარდი ბექა მიქელთაძე კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატის მონაწილე "ნიუკასლ ჯეტსში" განაგრძობს. ხელშეკრულება 2-წლიანი იქნება.

კლუბის ოფიციალური გვერდი წერს:

"ის არის მოთამაშე, რომელიც ჩვენს სათამაშო სტილს კარგად ერგება. მიქელთაძე იმ ასაკშია, როცა მხოლოდ თამაშის გაუმჯობესებას აპირებს. მის დებიუტის  მოუთმენლად ველით."

ბექა მიქელთაძე: "ბედნიერი ვარ იმ რწმენით, რაც "ნიუკასლმა" ჩემ მიმართ გამოამჟღავნა. აქაური ხალხის შესახებ ბევრი საინტერესო რამ მოვისმინე. ყველაფერს გავაკეთებ, კლუბმა რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს."

Sportall.Ge

გასულ სეზონში "ნიუკასლ ჯეტსი" ავსტრალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო.  გუნდში რამდენიმე ლეგიონერი ირიცხებოდა,
მათ შორის, ორი ფორვარდი - ინგლისელი გუდვინი და ირლანდიელი დონოვანი.

ბექა მიქელთაძის უკანასკნელი კლუბი ბერძნული "ქსანთი" იყო, მანამდე კი ვოლგოგრადის "როტორში", ყაზანის "რუბინში", "ანორთოსისში", "რუსთავსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია. მიქელთაძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ერთა ლიგის ეგიდით, ორი მატჩი აქვს ჩატარებული და "ჯვაროსნების" პოტენციურ წევრად მიიჩნევა.

altბექა მიქელთაძე ბერძნულ "ქსანთიში" გადავიდა

altბექა მიქელთაძემ "როტორი" დატოვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაზე დაბალი დონის ლიგაა მითუმეტეს ბოლო ადგილოსანი და რაც არ უნდა კლუბების არჩევანი არრ გქონდეს ნაკრებში თუ გინდა თამაში ყველაზე ცუდი ლიგიდან ვინ გამოგიძახებს? კერლინგი რო ითამაშონ აფრიკის ქვეყნებმა იგივეა ავსტრალიის ა-ლიგა
ნოდო
18:02 07-07-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული