ალექსანდრე ამისულაშვილმა "კრასნოდართან" კონტრაქტი გაწყვიტა!

AutoSharing Option
10 იანვარს საქართველოს ნაკრების მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდართან", რომლის კაპიტანი იყო, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.

ამის შესახებ ინფორმაციას "კრასნოდარის" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

შედეგად, 30 წლის ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.

რუსულ კლუბში შოთა არველაძის გაწვრთნილი თურქული "ქაისერისფორიდან" 3 მილიონ ევროდ გადასული ქართველი ფეხბურთელი მალევე იქცა გუნდის ლიდერად და კაპიტნის სამკლავურსაც დამსახურებულად ატარებდა, თუმცა ბოლო დროს გაუგებარი მიზეზების გამო მთავარი მწვრთნელი სლავოლიუბ მუსლინი მას ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა, რაც, სავარაუდოდ, გახდა კიდეც მიზეზი ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის
ნაადრევად გაწყვეტისა.

ალეკომ "კრასნოდარის" შემადგენლობაში სულ 57 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"კრასნოდარში" რჩება საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი, რომელსაც ასევე არ აქვს სათამაშო პრაქტიკა და გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ამისულაშვილი ისევ თურქეთში ბრუნდება?
ალექსანდრე ამისულაშვილი: მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი
ნუკრი რევიშვილი: მეკარის უთამაშებლობა დაუშვებელია
ალეკო ამისულაშვილმა და ნუკრი რევიშვილმა შესაძლოა "კრასნოდარი" დატოვონ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული