ამ ქვეყნის გუნდების მატჩები ყოველთვის დაძაბულობითა და პრინციპულობით გამოირჩევა. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო.
ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა: რუსების ჩაწოდების დროს, ბურთის მოგერიებისას საკუთარ კარში უკრაინელთა ქართველმა, დავით იაშვილმა ჩაჭრა.
კალიტვინცევისა (14) და ივანკოს (64) დარტყმის შემდეგ უკრაინელები მაინც დაწინაურდნენ, მაგრამ პანიუკოვის (38, 75) დუბლითა და მახმუდოვის (90+5) პენალტით რუსებმა გაიმარჯვეს (4:2) და მთავარ პრიზს დაეუფლნენ.
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმა სამივე ქართველი ათამაშა: მცველი დავით
ირაკლი მესხია კი თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო და კოვალეცმა 73-ე წუთზე ტრავმის გამო გაიყვანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"