ხარკოვის "მეტალისტმა" ირაკლი მესხია იჯარით "ჰოვერლაში" გაუშვა

AutoSharing Option
უკრაინულმა მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირაკლი მესხია უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიეში" გადავიდა.

ჯერ კიდევ იანვარში შევიტყვეთ, რომ კიევის "ობოლონის" ლიდერი (უკრაინულ მედიაში ასე მოიხსენიებენ) უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის - ხარკოვის "მეტალისტის" ფეხბურთელი გახდა. ირაკლიმ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

უკრაინული პასპორტის მქონე 19 წლის ქართველ შემტევს დონეცკის "მეტალურგსა" და მარიუპოლის "ილიჩევეცში" იწვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი "მეტალისტის" სასარგებლოდ გააკეთა, ხარკოველებმა კი "ჰოვერლა-ზაკარპატიეში" იჯარით გაუშვეს.

მიზეზი ისაა, რომ ჯერ ძირითადში ვერ ათამაშებენ და მისი სათადარიგოთა სკამზე დასმაც არ სურდათ. უჟგოროდში კი მეტი სათამაშო დრო ექნება.

აღსანიშნავია, რომ ირაკლის ყოფილი კლუბი კიევის "ობოლონი" დაიშალა და პირველ ლიგაში მისი შედეგები გაუქმებულია.

შეგახსენებთ, რომ შემტევი ნახევარმცველი უკრაინის მოქალაქეა. 2012 წელს მესხია 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამივე შეხვედრაში ათამაშა, ახლა კი ახალგაზრდული ნაკრების წევრია და "თანამეგობრობის თასზეც" იასპარეზა.

21 ტურის შემდეგ "ჰოვერლა-ზაკარპატიეს" მხოლოდ 11 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.

ლიგიდან ორი გუნდი ვარდება, უჟგოროდელები კი უშუალო კონკურენტ პოლტავის "ვორსკლას" 9 ქულით ჩამორჩებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი მესხია: ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია!
"თანამეგობრობის თასის" ფინალში სამივე ქართველმა ითამაშა
ირაკლი მესხია - სამი წლით ხარკოვის "მეტალისტში"
უცხოეთში მყოფი ნიჭიერი ქართველები, რომლებიც ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს
ირაკლი მესხიამ უკრაინა აალაპარაკა - მისი ნაკრებში გამოძახება უნდა ვიჩქაროთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული