ბაქარ მირცხულავა: შეცდომა იყო, "ბენფიკასთან" ხელშეკრულება რომ გადავხიე

AutoSharing Option
ფეხბურთელი, რომლის მენეჯერიც რონალდოს აგენტი იყო და 17 წლისა ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობის კაპიტანი გახლდათ, ახლა კარიერის აწყობას მოლდოვაში ცდილობს.

ლაპარაკია ბაქარ მირცხულავაზე, რომელიც ამჟამად კიშინიოვის "ზიმბრუს" მოთამაშე გახლავთ.

20 წლის ცენტრალურ მცველს მოლდოვურ კლუბში თავიდან არ ათამაშებდნენ, თუმცა ბოლო ორი ტურია, მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სირბუმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ისიც ამ იმედებს ამართლებს.

"არ ვიცი, საიდან მოიტანეს, თითქოს ბოლო ტურებში არ გვითამაშია. ამ დროს მეც და თორნიკე სტეფნიაშვილიც ძირითადში ვიყავით და მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა. კოტე გაბაშვილი კი ტრავმირებულია და მკურნალობს.

ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები ხომ დიდ ყურადღებას აქცევენ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს და აინტერესებთ, ვინ თამაშობს და ვინ - არა. მე კი ნაკრებში დაბრუნება მინდა და კლუბის ძირითადში მოხვედრა ამიტომაც მახარებს.

"ზიმბრუ" გრანდი არ არის, მაგრამ მოლდოვის ყველაზე ცნობილი კლუბია და ეს უმნიშვნელო ამბავიც არ უნდა იყოს.

საერთოდ, ბოლო 8 ტურში 4 შეხვედრა ჩავატარე. თავიდან იმიტომ გამოვტოვე, რომ ჩემს პოზიციაზე 38 წლის სერგეი კუზნეცოვი თამაშობს, რომელიც კარიერას ამთავრებს და სკამზე ვერ სვამდნენ, მაგრამ გუნდის საქმები ცუდად რომ წავიდა, ბოლო მატჩებში თავის გამოჩენის შანსიც მომცეს და მიმაჩნია, რომ მე ის გამოვიყენე.

ბოლო ტურის შემდეგ მწვრთნელი ჩემითაც კმაყოფილი იყო და სტეფნიაშვილითაც - "ოლიმპიასთან" 2:2 ვითამაშეთ, "სპერანტასთან" კი 8:1 მოვიგეთ.

იმედია, სეზონის დასრულებამდე დარჩენილ შეხვედრებში სათამაშო პრაქტიკა არ მომაკლდება, მერე კი "ზიმბრუს" დავტოვებ. უკეთეს გუნდში თამაში მსურს. კარგი ვარიანტი თუ გამოჩნდება, აუცილებლად წავალ. იმედია, მოლდოველები ხელს არ შემიშლიან. რაღაც ვარიანტებს კი უკვე მთავაზობენ, მაგრამ ჯერ არაფერი გადამიწყვეტია.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ პორტუგალიიდან წამოსვლა დიდი შეცდომა იყო. კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვე მქონდა დარჩენილი, მაგრამ ჩეხეთის უმაღლესი ლიგის გუნდში ჩარიცხვის გარანტია მომცეს და "ბენფიკასთან" ხელშეკრულება გადავხიე - დუბლებში თამაშს ძირითადში მოხვედრა მერჩივნა.

მაგრამ ეს ტყუილი იმედი აღმოჩნდა, თანამშრომლობის მსურველი რამდენიმე მენეჯერი მოვიმდურე და უდიდესი შეცდომა დავუშვი.

არაფერია, ახლაც შეიძლება კარიერის აწყობა, ჯერ ხომ მხოლოდ 20 წლის ვარ", - ამბობს მირცხულავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბაქარ მირცხულავა: ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, მატჩის შემდეგ მწვრთნელი რომ ბოდიშს მიხდის
ბაქარ მირცხულავა: ნაკრების შეკრება და იქ ვარჯიში მომენატრა
ბაქარ მირცხულავა: ევროპული აღზრდა საქართველოში გამოუსადეგარია
ბაქარ მირცხულავა და კოტე გაბაშვილი კიშინიოვის "ზიმბრუმ" დაიტოვა
კიშინიოვის "ზიმბრუში" ქართველების სიმრავლეა
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი ბაქარ მიაწექი.
ადრე მე წინააღმდეგი ვიყავი 17 წლის ბიჭს რომ 19-ანებში გათამაშებდნენ. მაგრამ ეხლა დროა 21-ანებში მიგიწვიონ. ყველაფერს თავის დრო აქვს, დუბლების სასტავს ვეღარ აჯობებ?
ramo
18:27 03-05-2013
0
მამაშენი მოატყუე შენ. ბენფიკა არა ბარსელონა.ლორიასთვის , რომ წაეკიდნენ რეალი და ბარსელონა,ასეთივე სიმართლეა ეს
baraqa
20:51 03-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული