"დინამოს" პრეზიდენტი: მაგ ქართველს ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი!

AutoSharing Option
ფოტოზე: გენადი სოლოვიოვი ამას წინათ თბილისში რომან ფიფიას სტუმრობდა

მოსკოვის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტმა გენადი სოლოვიოვმა ალექსანდრ კოკორინისა და ბალაჟ ჯუჯაკის დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა, სადაც გიორგი ჭანტურიაზეც ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი ვართ, თუმცა კანონი მკაცრი, მაგრამ სამართლიანია. ყველაფერი რეგლამენტის მიხედვით კეთდება. კლუბში ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და აპელაციის შეტანა-არშეტანაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ".

კოკორინმა დისკვალიფიკაცია მეტოქე ფეხბურთელზე უხეში თამაშისა და ჭანტურიასთვის სახეში გარტყმის გამო მიიღო. ჯუჯაკი კი იმიტომ დასაჯეს, რომ "ალანიას" ფეხბურთელს ბურთი ესროლა.

"საწყენია, რომ საშამ (ალექსანდრ კოკორინი) თავი ვერ შეიკავა,
მაგრამ ალბათ, ვერც მე შევიკავებდი. როგორია, როცა უცხო ადამიანი, რომელსაც ეს ეპიზოდი არ ეხება, მორბის, გაფურთხებს, გირტყამს და დედას გაგინებს - რას ამბობთ, მაგ ქართველს
ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი.

კოკორინმა მაშინაც კი შეიკავა თავი, როცა შეაფურთხეს, მაგრამ გინებ
ვეღარ აიტანა. ამაში ვეთანხმები, ამ დროს მარტო სახეში დარტყმა თუ გამოდგება", - თქვა სოლოვიოვმა.

შეგახსენებთ, რომ "ალანია"-"დინამოს" მატჩზე მომხდარი ჩხუბის გამო, რომელიც კოკორინმა წამოიწყო, გიორგი ჭანტურიამ 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ხოლო კოკორინმა - 7, ჯუჯაკმა და დანილო ნეკომ (ალანია) - 4-4.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჭანტურიას სხვა ჩემპიონატში გადასვლის შემთხვევაშიც გაჰყვება.

"ამ დისკვალიფიკაციას ჭანტურია თან წაიღებს. იმ შემ
თხვევაში, თუ ის სხვა ჩემპიონატში გადავა, რუსეთის საფეხბურთო კავშირი დოკუმენტებს ამ ჯარიმებთან დაკავშირებით შესაბამის ლიგაში გაგზავნის, სადაც ითამაშებს ჭანტურია", - თქვა რუსეთის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარემ არტურ გრიგორიანცმა.

აქვე გეტყვით, რომ სოლოვიოვი რამდენიმე თვის წინ თბილისში მეგობრული ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც თბილისის "დინამოს" პრეზიდენტს, რომან ფიფიას ესტუმრა. მხარეებმა თბილისში 7 ივლისს ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმეს (იხილეთ ვრცლად).

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
რუსეთის სადისციპლინო კომიტეტმა ყველაზე მკაცრად გიორგი ჭანტურია დასაჯა
რუსი კომენტატორი გიორგი ჭანტურიაზე: ქართველი უნახავივით მოიქცა!
ლეგიონის უქმეები: რუსეთის უმთავრესი სკანდალის გმირი ქართველია
გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]
გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
კიდევ ერთი გაფრთხილება,ქართველებს, და არა მარტო სპორტსმენებს.აქვე გაიხსენეთ ყენიას მაგალითი,ვარჯიშზე რო კინაღამ ფეხი მოტეხეს. გაიგეთ რო რუსები საზიზღარი შოვინისტები არიან. ამისთანა კომენტარს არცერთი ევროპელი არ იკადრებდა.
giorgi
10:35 26-05-2013
0
მე ჭანტურიას არ ვამართლებ.რატომ იხტუნა ყველაზე მეტი?რა იმ ალანიაში მეტი არავინ იყო ნეკოს ქომაგი?
მაგრამ კოკორინმა ნეკოს კინაღამ ფეხები მოაგლიჯა!
პ.ს. აბა თქვენ იცით ამხანაგური(!) არ დაგავიწყდეთ მოსკოვის დინამოსთან!!!ეგეთი ამხანაგები გიმრავლოთ?სოლოვიოვის ,,ამხანაგები,,თბილისიდან 30კლ-ში დგანან მგონი!თუ არ იცით იქნებ თავი შეიწუხოთ და იქ გაიაროთ!ოღონდ ბოსტანში არ შეხვიდეთ ან ტყეში ჯონჯოლზე,თორემ საზთ\ღვრის დარღვევისთვის შეიძლება ჯურღმულში აღმოჩნდეთ!ისე მიკვირს ამ ხალხის ,ვიღაც უკანალისმიმცემებზე 30ათასი გამოდიან ,მაგრამ ქართლელი გლეხები არავის გახსენდებათ?ან აფხაზეთიდან?
akhali
15:12 23-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული