მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს ეკატერინბურგის "ურალში" გაუშვებს?

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის ეკატერინბურგის "ურალში" იჯარის წესით აღმოჩნდეს.

პრემიერლიგაში წელს გადმოსული კლუბი 20 წლის ქართველი ჰავბეკისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს. როგორც პოპულარული რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესი" იუწყება, კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, მალევე დასრულდება.

შეგახსენებთ, ჯანო მოსკოვის "სპარტაკში" 2007 წელს ჩაირიცხა. ანანიძემ გასულ სეზონში გუნდში, ყველა ტურნირში ერთად, 15 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს ტრავმიანობამ ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა.

რაც შეეხება ანანიძის სავარაუდო მომავალ
კლუბს, "ურალმა" 2012/13 წლების სეზონში რუსეთის პირველი ლიგა დამაჯერებლად მოიგო და პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

ასევე იხილეთ:

ქართული ლეგიონი 2012/13 წლების სეზონში: ჯანო ანანიძე უნდა წავიდეს!
ჯანო ანანიძემ ვლადიკავკაზის "ალანიას" გაუტანა [VIDEO]
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" ეფექტური თამაშით დაუბრუნდა
ვალერი კარპინი ჯანო ანანიძეს ღუპავს!
იგორ ტიტოვი: ჯანოს საქართველოზე უარი რომ ეთქვა, მეტს ითამაშებდა
ჯანო ანანიძის წაყვანა არნემის "ვიტესსა" და პირადად ჟორდანიას სურს!
მკითხველის კომენტარები / 1 /
20 თამაშში აქვს ეგ სტატისტიკა და არა 15-ში.
ნიჭიერ ბავშვს იმიტო რო არ ათამაშებს, რო სხვისგან ფული აქ აღებული, ყველა იმ ქართველი ტრენერის დედაც...
dudu
21:01 07-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული