ჯანო ანანიძე შესაძლოა იჯარით ტულის "არსენალში" გაუშვან

AutoSharing Option
ბოლო დღეებში რუსულ მედიაში ხშირად ჩნდება ვარაუდები ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკიდან" სხვა კლუბში შესაძლო გადასვლის თაობაზე. ამჯერად კი 20 წლის ქართველი ჰავბეკის მომავალი ტულის "არსენალს" დაუკავშირეს.

ტულის "არსენალი" წინა სეზონში რუსეთის მეორე ლიგაში გამოდიოდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და პირველ ლიგაში აღზევდა.

აი, რას წერს საიტი "პროტრანსფერ.რუ":

"ჯანო ანანიძე, შესაძლოა, ტულის "არსენალის" ფეხბურთელი გახდეს. ფეხბურთელს თავის კლუბში ისედაც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა, ხოლო იმის გამო, რომ მომავალი სეზონიდან ლეგიონერად ჩაითვლება, კლუბმა მისი იჯარით გაშვება გადაწყვიტა.

გასულ სეზონში ჯანომ რუსეთის 9-გზის
ჩემპიონთა რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ტულის "არსენალს" ექსსპარტაკელი დმიტრი ალენიჩევი თავკაცობს, რომელსაც შემადგენლობის გაძლიერება თავისი ყოფილი გუნდის რიგებიდან სურს".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის რუსული საიტები ჯანო ანანიძის ეკატერინბურგის "ურალში" იჯარით გადასვლის შესაძლებლობაზე წერდნენ.

ასევე იხილეთ:

მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს ეკატერინბურგის "ურალში" გაუშვებს?
ქართული ლეგიონი 2012/13 წლების სეზონში: ჯანო ანანიძე უნდა წავიდეს!
ჯანო ანანიძემ ვლადიკავკაზის "ალანიას" გაუტანა [VIDEO]
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" ეფექტური თამაშით დაუბრუნდა
ვალერი კარპინი ჯანო ანანიძეს ღუპავს!
იგორ ტიტოვი: ჯანოს საქართველოზე უარი რომ ეთქვა, მეტს ითამაშებდა
ჯანო ანანიძის წაყვანა არნემის "ვიტესსა" და პირადად ჟორდანიას სურს!
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ლონდონის არსენალში არ გაუშვეს და ტულაში უშვებენ?
qomagi
22:57 14-06-2013
0
...........ჰოდა მერე გვიკვირს სად იკარგებიან ეს ჩვენი ამომავალი ვარსკვლავები-თქვა.ამომავალი რათქმაუნდა ბრჯყალებში....არ უნდა ამ ბიჯს ნორმალური ფეხბურტი რომ ითამაშოს და რას ერჩი?.......ეხ ჯანო ჯანო
emzar
00:08 15-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული