გიორგი ჯგერენაიას ამბავი ცნობილი იყო: 19 წლის ფლანგის მცველს "ილიჩევეცში" იჯარა დაუსრულდა და "გაგრას" დაუბრუნდა.
მერე ცნობილი გახდა, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ინდივიდუალურად ემზადებოდა, სათამაშოდ ბოლომდე მზად არ არის, რადგან სეზონის ბოლოს მცირე ტრავმა მიიღო.
პარალელურად, "ლელო" უკვე წერდა, რომ უკრაინის დასრულებულ ჩემპიონატში ქართველებიდან ყველაზე უკეთ თავი სწორედ მარიუპოლის "ილიჩევეცის" 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გამოავლინა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა გაამხილა,
არის რამდენიმე ვარიანტი: პირველი - ოქრიაშვილი დონეცკის "შახტარში" დაბრუნდეს (თორნიკეს ტრანსფერი დღემდე დონბასურ კლუბს ეკუთვნის), მეორე - უკრაინის თუ ევროპის უკეთეს კლუბში გააგრძელოს კარიერა.
თუმცა თორნიკე ისევ მარიუპოლელებს შეუერთდა და უკვე საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს.
დაბოლოს, "გაგრას" კიდევ ერთ მოთამაშეზე: გუნდის საკუთრებაში მყოფი აბაიომო სეუნ ოვონიკოკოს უკრაინის პრემიერლიგელ ლუცკის "ვოლინთან" იჯარა დაუსრულდა და თბილისში დაბრუნდა. აქ არკვევდა, სად გააგრძელებდა კარიერას.
18 ივნისს შევიტყვეთ, რომ საქართველოს პასპორტის მფლობელი 20 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი 4 დღის წინ ბელგიაში გაემგზავრა და მის ტრანსფერზე მოლაპარაკება "ლოკერენთან" მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილის ბელგიურ-ჰოლანდიური ვარიანტები და დაბრკოლება
ნიკოლაი პავლოვი: თარგამაძესა და ოქრიაშვილს ჯერ კიდევ ბავშვურად უქრით თავში
სად გააგრძელებს კარიერას აბაიომი სეუნ ოვონიკოკო?
აბაიომი სეუნ ოვონიკოკო საქართველოს ნაკრებში? გამორიცხული არაფერია
აბაიომი ოვონიკოკო: მიყვარს "გაგრა" და საქართველო
აბაიომი ოვონიკოკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ისევ მინდა