რა ხდება რეალურად გიორგი ჭანტურიას თავს?

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელს, გიორგი ჭანტურიას, ივლისის დასაწყისში ვლადიკავკაზის "ალანიასთან" იჯარა დაუსრულდა და არნემის "ვიტესს" დაუბრუნდა.

მას შემდეგ გიორგით დაინტერესებულ კლუბებზე ათასი რამ ითქვა: თითქოს, 20 წლის ქართველ ფორვარდს რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბში, ყაზანის "რუბინში" იწვევდნენ.

იყო ლაპარაკი იტალიური "ტორინოსა" და "კალიარის" შესახებაც.

ივნისის დასაწყისში კი პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ, "გაძეტა დელო სპორტმა" დაწერა, რომ თავდამსხმელის შეძენა სერია "ა"-ს ოთხ კლუბს: "პარმას", "ჯენოას", "უდინეზესა" და "რომას" სურდა.

"პარმა" ახლოს არის, რომ ჰოლანდიურ კლუბს შეუთანხმდეს. იტალიური კლუბი მზად არის, არნემელებს 4
მილიონი ევრო გადაუხადოს",
- წერდა "გაძეტა დელო სპორტი".

გიორგის კონტრაქტი "ვიტესთან" აკავშირებს და სწორედ ამ გუნდთან არის საკითხი გასარკვევი. არადა, სხვაგვარი ინფორმაციაც არსებობდა: "ვიტესის" პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიასა და ჭანტურიას ურთიერთობები დათბა და ახალ სეზონს ჰოლანდიურ კლუბში გაატარებდა.

მაგრამ იტალიური გამოცემა "ტუტომერკატო" ორიოდე დღის წინ გავრცელებულ ცნობაში ამტკიცებდა, რომ 20 წლის თავდამსხმელი კარიერას მაინც იტალიაში გააგრძელებდა.

"ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც "ვიტესის" საკუთრებაა, სავარაუდოდ, "სასუოლოში" გადავა, თუმცა მისდამი ინტერესი არც "ჯენოას" და "უდინეზეს" განელებიათ. სამი მილიონი ევრო და რომელიმე მათგანთან ხელშეკრულება გაფორმდება",
- წერდა გამოცემა.

რა ხდება რეალურად? ამის გასარკვევად 15 ივლისს ჭანტურიას დავუკავშირდით და ფეხბურთელმა მოკლედ გვიპასუხა: "არ ვიცი, ახალ სეზონს რომელ გუნდში დავიწყებ, "ვიტესში" თუ სხვაგან, რადგან ჯერ არაფერია ბოლომდე გარკვეული".

ეჭვი, რომ ჭანტურიას თავს მართლაც რაღაც ხდება, იმ ფაქტმაც გააძლიერა, რომ "ვიტესი" 14 ივლისს ბელგიურ "სტანდარდს" ამხანაგურად ეთამაშა, გიორგი კი მოედანზე არ გამოჩენილა.

ჭანტურიას კომენტარი ამაზეც ვკითხეთ და გვითხრა, რომ ამჟამად "ვიტესის" მეორე გუნდში ემზადება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
tutto mercato: ქართველი მესი იტალიაში მოდის
გიორგი ჭანტურია არნემის "ვიტესს" დუბლით და საგოლე პასით დაუბრუნდა [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: "ჯენოაში" ჩემი გადასვლა 90 პროცენტით გადაწყვეტილია
მკითხველის კომენტარები / 6 /
მემგონი ეს ბიჭიც თავს ძალით იღუპავს როგორც ბევრი ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი.კაცი ბარსას ახალგაზრდულიდან წამოვიდეს და 2 – 3 წლის მერე სასუოლოს ალანიასა ან მცხეთის სკვაზნიაკის მეტი პერსპექტივა არ ქონდეს ქართველს შეუძლია მარტო. საცოდაობაა თუ ესეც ისევე ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთს როგორც მრავალმა უნიჭიერესმა ქართველმა ვერ ითამაშა.
dadu.kvinikadze@mail.ru
18 ივლისი 2013 21:12
0
რა სისულელეა, საქართველოში დაბრუნება?!

ეს ის ჭანტურია არაა, ბარსელონაში რომ დაიწყო კარიერა, მერე ჩელსიში, მერე ვიტესში, მერე ალანიაში და ბოლოს სავარაუდოდ სერია ბ-ს გუნდში რომ ამოყოფს თავს? ბევრი ფეხბურთელია ასეთი, თავიდან ნიჭიერი და პერსპექტიული, მერე კი სულ დაღმა რომ მიდის...

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის შემოსავალი, რაც აქვთ, აკმაყოფილებთ. მაღალი მიზნები კიდევ ან არ აქვთ, ან აქვთ და შრომა ეზარებათ :|
Lasha
17 ივლისი 2013 11:50
0
ამ ბავშვებმა(ჭანტურია, ოქრიაშვილი, თარგამაძე) საკუთარი ნიჭით, შრომით და შეუპოვრობით მიაღწიეს საკმაოდ მაღალ სიმაღლეს, და თუ ცოტა უქრით თავში ეს არახალია... სწორედ ესაა მწვრთნელის ვალდებულება, რომ გზები ეძიოს მსგავსი ტალანტებისაგან დიდ პროფესიონალებად ჩამოყალიბებისათვის...ამის არაერთი მაგალითია მსოფლიოში და ვინც აზრზეა ფეხბურთისა იმან იცის კიდეც...კიდევ კარგი გააღწიეს ამ ჭაობიდან, ქართული ფეხბურთი რომ ჰქვია და რეალურად ღრმა ჭაობი რომაა...17 წლამდელი ნაკრების ფეხბურთელების გვარები დაიმახსოვრეთ. ვისაც პატრონი არ ეყოლება და ვერ გააყწევს აქედან, მისგან მხოლოდ ჩვეულებრივი, საშუალო დონის ფეხბურთელი თუ დადგება, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის დონეზე მაღლა ვერ ავა.არადა სიმბოლურ ნაკრებშიც გვყავდა ჩვენი წარმომადგენელი...კიევის დინამოში რომ მიიწვიეს მერე გადაიჭრეს ვენები დინამოს მესვეურებმა...მანამდე ზედაც არ უყურებდნენ ქართული კლუბები.
murtalo
17 ივლისი 2013 03:18
0
კი გეთანხმები ფულისტები და არაკაციაზოგი მაგრამ ეს ბავშვებიც რას დაეხეტებიან აღმა დაღმა. კი ბატონო ვინც გუნდშია რაზეა ლაპარაკი კარგად რო თამაშობენ სიამაყით მევსება გული მაგრამ ვინც ესე სამათხოვროდ დადის და ჭ კლასის გუნდებს ეხვეწება ჩამოდი შე დალოცვილო დროებით მაინც სანამ კარგ გუნგში არ მიგიწვევენ,და დაეხმარე ქართულ გუნდებს
ნუგი
16 ივლისი 2013 16:25
0
ეს ჭანტურია მისი ზნისა და ხასიათის გამო დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს. მუდამ გაურკვევლობის ბურუსი იქნება მის გარშემო და უნდობლობა მისი პიროვნების მიმართ.
vidzakhi da kidev vimeoreb
16 ივლისი 2013 15:55
0
ჟორდანია უნამუსო ფულისტია და დიდი მუქთა ფულების მოტეხვა სურს ქარტული ფეხბურთი და ფეხბურთელები არ ადარდებს იმიტომა,რომ ბიჭები მის ხელში ჩავარდნილები-ხან ისე და ხან ასეო-.სულ დააბრმავე მწვანე დალარებმა ვაი ქართველები ბიზნესია მთავარი -მათ ბია მსხალივით ჩაკბეჩილ თავებში.
Tav argasiebuli-zogiertivit
16 ივლისი 2013 15:12
0

სიახლეები პოპულარული